ამიტაბჰ ბაჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამიტაბჰ ბაჩანი
დაბადების სახელი ამიტაბჰ შრივასტავ
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1942 (1942-10-11) (81 წლის)
საქმიანობა მსახიობი, კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი
აქტიური 1969-დან დღემდე

ამიტაბჰ ბაჩანი (ინგლ. Amitabh Bachchan, ჰინ. अमिताभ बच्चन, დ.11 ოქტომბერი, 1942, ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი, პოლიტიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბიტაბჰ ბაჩანი დაიბადა 11 ოქტომბერს, 1942 წელს ქალაქ ალაჰაბადში, უტარ-პრადეშის შტატში, ცნობილი ინდოელი პოეტის ხარივანშა იაია ბაჩანისა (ფსევდონიმია, ნამდვილი გვარია - შრივასტავი) და მისი ცოლის ტეჯი ბაჩანის ოჯახში. მას ჰყავს უმცროსი ძმა აჯიტაბჰი.

1973 წლის ივნისიდან ამიტაბჰ ბაჩანი დაქორწინებულია მსახიობ ჯაი ბხადურიზე. მათ ჰყავთ ორი შვილი: შვეტა და აბხიშეკი, რომლებიც ასევე მსახიობები არიან.

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს შედგა ამიტაბჰ ბაჩანის დებიუტი, ფილმში „შვიდი ინდოელი“, თუმცა ეს ფილმი კომერციული წარმატების არმქონე იყო. მისი შემდეგი ფილმი იყო „ანანდი“, სადაც მთავარ როლს ასრულებდა რაჯეშ კჰანა, ბაჩანმა კი მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის Filmfare Award-ის ჯილდო მიიღო.

1972 წელს გამოვიდა ფილმი, ბოევიკის ჟანრსა და კომედიაში „Bombay to Goa“, რომელიც პირველი ფილმი იყო ამიტაბჰის მონაწილეობით, როელმაც კომერციულ წარმატებას მიაღწია. თუმა, ნამდვილ წარმატებას მან მიაღწია 1973 წელს, როცა შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ხანგრძლივი ანგარიშსწორება“, რომელშიც მან პირველად ითამაშა გაბრაზებული ახალგაზრდა კაცის როლი, რომელიც ბოროტებას ებრძოდა.

1975 წელს გამოსულ ფილმებს შორის, ბაჩანის ორი ფილმი ბოლივუდის კლასიკად იქცა. პირველი იყო - „კედელი“, სადაც მან კრიმინალის როლი ითამაშა, რომელსაც ძმა-პოლიციელი უწევდა წინააღმდეგობას. მეორე კი - „შურისძიება და კანონი“ იყო, რომელშიც მან იმ დროის პოპულარულ მსახიობთან დჰარმენდრასთან ერთად ითამაშა. ფილმი გაყიდვადი აღმოჩნდა და ყველა დროის საუკეთესო ბოლივუდურ ნამუშევრად იქცა. 1976 წელს გამოვიდა ფილმი - „სიყვარული - ცხოვრებაა“, რომელშიც მან ახალგაზრდა პოეტის ამიტა მახოტრას როლი შეასრულა, რომელიც შეყვარებული იყო გოგონა პუჯაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილი იყო.

1982 წელს ფილმ „მოძალადის“ გადაღებისას, ერთ-ერთი ტრიუკის შესრულების დროს ბაჩანმა მძიმე ტრავმა მიიღო. მაგიდის კიდეში ძლიერმა დარტყმამ ელენთის დაზიანება გამოიწვია. შედეგად, მან რამდენიმე თვე კომაში გაატარა. ამ მოვლენის გამო ფილმის შემქმნელები იძულებულნი გახდნენ შეეცვალათ სცენარი რეალობის შესაბამისად და ფილმში ბაჩანი გარდაიცვალა. შეცვლილ ვერსიაში კი გმირი ცოცხალი დარჩა[1].

დაბრუნება კინოში პოლიტიკის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს გამოვიდა ფილმი „შაჰენშაჰი“, რომელითაც ის კინოში დაბრუნდა, ფილმმა კომერციულ წარმატებასაც მიაღწია. მაგრამ რამდენიმე მისი მომდევნო ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა. 1990 წელს ფილმში „ცეცხლოვანი გზა“ მან ვიჯაია ჩაუხანას როლი შეასრულა, რომელიც შურს იძიებს მამის მკვლელობისთვის. ამ როლისთვის ამიტაბჰმა ნაციონალური კინოპრემიაც მიიღო.

ფილმის „Khuda Gawah“ გამოსვლის შემდეგ მან კვლავ გადაწყვიტა შესვენების აღება, მაგრამ ამ ეტაპზე საპროდიუსერო კარიერის გამო.

1997 წელს ის კვლავ დაბრუნდა ეკრანებზე ფილმში „Mrityudata“ თამაშის შემდეგ, რომელსაც პირველად დაერთ მისი ბანერები, თუმცა სამწუხაროდ ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა და ნეგატიური შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან.

წარმატებული წელი ამიტაბჰისთვის 2005 აღმოჩნდა: „ბოლო იმედი“, სადაც მან მოხუცის როლი შეასრულა, რომელიც დაეხმარა მხედველობა დაქვეითებულ შვილს მიეღო განათლება, ამ როლისთვის მან რამდენიმე ჯილდოც მიიღო; ასევეა რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „საიდუმლო“, „მამის კვალზე“, „სამართლიანობის პოვნა“ და „როგორც გული მიკარნახებს“ - მათ დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწიეს. ხოლო ფილმმა „მცველი“, სადაც მთავარი გმირი ობოლ ბავშვს იცავს ბანდიტებისგან - საშუალო შეფასება მიიღო.

2009 წელს გამოვიდა ფილმი „მამა“, რომელშიც მან იშვიათი დაავადების მქონე ბავშვის როლი შეასრულა, ხოლო მისი მამის როლში ამიტაბჰის შვილი აბჰიშეკი გვევლინება. გადაღებებისთვის მას სპეციალურ გრიმს უკეთებდნენ. მისმა სამსახიობო თამაშმა მრავალი შექება მიიღ კრიტიკოსებისგან და რამდენიმე ჯილდოც, მათ შორის ნაციონალური კინოპრემიარაც.

2013 წელს მსახიობის დებიუტი შედგა საერთაშორისო ეკრანებზე, ფილმში „დიდი გეტსბი“, სადაც მან მაიერ ვოლფშეიმის როლი შეასრულა. ახლა ამიტაბში მონაწილეობს ფილმში „Thugs Of Hindostan“, აამირ ხანთან ერთად, რომელთანაც ადრე არ თანამშრომლობდა გადაღებებისას.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს პოპულარობისას ამიტაბჰ ბაჩანმა მოიგო არჩევნები და საკუთრი ქალაქის წარმომადგენლად შევიდა პარლამენტში. ის ოჯახის დიდი ხნის მეგობრის რაჯივ განდის მხარდამჭერი იყო. ის იბრძოდა დეპუტატობის ადგილისთვის და 68,2%-იანი გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, 1987 წლის შემდეგ ამიტაბჰი პოლიტიკიდან წავიდა და კინოში დაბრუნდა. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ბოფორსის საქმე, მაგრამ საბოლოოდ გამამართლებელი გააჩენი დადგა.

შედეგად, როცა ამიტაბჰს მისი მეგობარი ამარ სინგხი დაეხმარა ფინანსური პრობლემებისას, ის შევიდა პოლიტიკურ პარტიაში სამაჯვადი და გახდა რაჯა საბხას წევრი.

სატელევიზიო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000-დან 2005 წლამდე ამიტაბჰ ბაჩანს მიჰყავდა ტელეგადაცემა Who Wants to Be a Millionaire?-ის ლოკალური ვერსია. 2007 წელს ის შაჰრუკჰ კჰანმა ჩაანაცვლა. 2010 წლიდან ბაჩანმა კვლავ დაიკავა ტელეწამყვანის ადგილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Devesh Sharma. (2016-08-02) Remembering Coolie. Filmfare. ციტირების თარიღი: 2017-10-01.