ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი
საქსონიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1769
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1827
წინამორბედი: მარია ანტონია ბავარიელი
მემკვიდრე: მარია ტერეზია ავსტრიელი
ვარშავის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1807
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 1815
წინამორბედი: საჰერცოგო შეიქმნა
მემკვიდრე: საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მაისი, 1752
დაბ. ადგილი: მანჰაიმი, გერმანია
გარდ. თარიღი: 15 ნოემბერი, 1828, (76 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ ავგუსტ I, საქსონიის მეფე
შვილები: მარია ავგუსტა
სრული სახელი: მარია ამალია ავგუსტა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფრიდრიხ მიხაილ ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი
დედა: მარია ფრანცისკა ზულცბახელი
რელიგია: კათოლიციზმი

ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი (გერმ. Amalie von Zweibrücken-Birkenfeld; დ. 10 მაისი, 1752, მანჰაიმი, გერმანია — გ. 15 ნოემბერი, 1828, დრეზდენი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის და. საქსონიის დედოფალი 1769-1827 წლებში და ვარშავის ჰერცოგინია 1807-1815 წლებში როგორც ფრიდრიხ ავგუსტ I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია 1769 წელს

ამალია დაიბადა 1752 წლის 10 მაისს მანჰაიმში. იგი იყო მთავარ ფრიდრიხ მიხაილ ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელისა და მისი მეუღლის, პფალცგრაფინია მარია ფრანცისკა ზულცბახელის შუათანა ქალიშვილი. მისი უმცროსი ძმა, მაქსიმილიან I შემდეგში ბავარიის მეფე გახდა.

1769 წლის 29 იანვარს ამალია ცოლად შერთეს საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ ავგუსტ I-ს. 1806 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონმა მოკავშირეობისა და ერთგულებისათვის მის ქმარს საქსონიის მეფის წოდება მისცა, რითაც ამალია დედოფალი ხდება. მომდევნო წელს ნაპოლეონმა ასევე მათ მისცა პოლონეთის მიწებზე შექმნილი ვარშავის საჰერცოგოს ტახტიც.

ქორწინებაში დედოფალმა ამალიამ ოთხი ბავშვი გააჩინა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა გოგონამ მიაღწია სრულწლოვანებამდე, რაც რეალურად უმემკვიდრეობას ნიშნავდა, რამეთუ გერმანულ სამთავროებში ჯერ ისევ სალიკური სამართალი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ქალს არ შეეძლო ტახტზე ასვლა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მისი მაზლის ცოლი, პრინცესა კაროლინა პარმელი დაიღუპა, სწორედ დედოფალმა ამალიამ და მისმა მეორე მაზლის ცოლმა, ერცჰერცოგინია მარია ტერეზია ავსტრიელმა იკისრეს მისი ობლების აღზრდა. ცნობილია ისიც, რომ რძლები ბავშვებს დიდი სიმკაცრითა და პასუხისმგებლობით ეპყრობოდნენ.

1827 წლის 5 მაისს ამალია დაქვრივდა, რის შემდეგაც ტახტს მისი მაზლი ანტონი იკავებს. ამ ამბიდან წელიწადნახევარში, 1828 წლის 25 ნოემბერს ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს დრეზდენში, მეუღლის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვდარშობილი ბავშვი (1771);
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1775);
  3. მარია ავგუსტა (1782-1863), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. მკვდარშობილი ბავშვი (1797);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Justin C. Vovk: In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa (2010)
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 94.