ალფრედ ფრიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფრედ ფრიდი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1864, ვენა
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1921 (56 წლის)
ვენა, ავსტრია
ეროვნება ავსტრიელი
ჯილდოები ნობელის პრემია, 1911

ალფრედ ჰერმან ფრიდი (ინგლ. Alfred Hermann Fried, დ. 11 ნოემბერი, 1864, ვენა, ავსტრია — გ. 5 მაისი, 1921, ვენა) — ავსტრიელი პაციფისტი და პუბლიცისტი, რომელიც იყო გერმანული მშვიდობის მოძრაობის თანადამფუძნებელი. ნობელის პრემია მიენიჭა 1911 წელს (გაიზიარა ტობიას ასერთან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ფრიდი დაიბადა ვენაში, თუმცა ყველაზე აქტიური ჟურნალისტური კარიერის პერიოდი გაატარა გერმანიაში. 15 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. მუშაობდა მშობლიურ ქალაქში წიგნების გამყიდველად, რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა ბერლინში და 1887 წელს გახსნა საკუთარი გამომცემლობა.

ბერტა ფონ ზუტნერის საქმიანობის გაცნობის შემდეგ დაინტერესდა მშვიდობის მოძრაობით, დააფუძნა Deutsche Friedensgesellschaft (მშვიდობის გერმანული საზოგადოება), და რედაქტორობდა მის ძირითად პუბლიკაციას Monatliche Friedenskorrespondenz (მშვიდობის ყოველთვიური კორესპონდენცია) 1894-დან 1899 წლამდე. 1891 წელს ფრიდმა, ბერლინში დააფუძნა პერიოდული გამოცემა Die Waffen nieder! (ძირს იარაღი!), 1899 წლიდან ეწოდა Friedenswarte (მშვიდობისმყოფელნი). 1892 წელს დააფუძნა მშვიდობის გერმანული საზოგადოება, რომელიც ფოკუსირდა გერმანულ პაციფისტურ მოძრაობაზე პირველ მსოფლიო ომამდე. 1905 წელს ფრიდმა დააფუძნა კიდევ ერთი ჟურნალი Annuaire de la vie internationale, რომელშიც აისახებოდა მისი მზარდი ინტერესი პან-ამერიკული მოძრაობისა და ჰააგის კონფერენციების მუშაობის მიმართ.

სამშვიდობო ლიტერატურა, რომელიც მის კალამს ეკუთვნოდა - მოხსენებები, ესეები, პამფლეტები, წიგნები - ფართოდ ვრცელდებოდა. ის იყო ბერნის მშვიდობის ბიუროს წევრი და Union internationale de la presse pour la paix-ის მთავარი მდივანი.

1899 წლის ჰააგის სამშვიდობო კონფერენცია იყო ფრიდის ფილოსოფიის პაციფიზმისკენ შემობრუნების გადამწყვეტი წერტილი. ამის შემდეგ, მისი ინტერესი გერმანული ინტელექტუალური საზოგადოების მიმართ ჩაანაცვლა ეკონომიკურმა გაერთიანებებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომელთა საფუძველს მშვიდობა წარმოადგენდა.

მოღვაწეობა I მსოფლიო ომის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდი იმყოფებოდა ვენაში, როდესაც ომი დაიწყო 1914 წელს. მას შემდეგ, რაც მთავრობის ცენზურის და არატოლერანტული საზოგადოებრივი აზრის გამო, პაციფისტური აქტივობა შემცირდა, ფრიდმა თავისი ორგანიზაცია და ჟურნალისტური საქმიანობა შვეიცარიაში გადაიტანა. ის ძალისხმევას არ იშურებდა ომის პერიოდში პატიმრების პირობების გასაუმჯობესებლად და ასევე, აგრძელებდა Die Friedenswarte -ის გამოცემას, საერთაშორისო მშვიდობის მცდელობისთვის. ავსტრიის მთავრობის მიერ ღალატში დადანაშაულების გამო, მას არ შეეძლო ვენაში დაბრუნება და ეს გრძელდებოდა ომის დასრულებამდე.

ომის დასრულების შემდეგ, ფრიდმა გამოსცა Mein Kriegstagebuch (ჩემი ომის ჟურნალი), ,,დღიური", რომელშიც ომის განმავლობაში იწერდა თავის გრძნობებს და აქტივობებს, რომელსაც ახორციელებდა კოლეგებთან ერთად, სამშვიდობო მოძრაობის ფარგლებში. მან ორგანიზება გაუწია კამპანიას ვერსალის საზავო ხელშეკრულების წინააღმდეგ. ის დაუღალავად ბეჭდავდა პროპაგანდისტულ საკითხებზე მშვიდობისთვის, რომლის მიხედვით ომი იყო პაციფიზმის აუცილებლობის მტკიცებულება. აქვეყნებდა მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს პაციფისტურ ჭრილში.

ფრიდი გარდაიცვალა ფილტვის ინფექციით, ვენაში, 57 წლის ასაკში, 1921 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fried’s library was purchased by Stanford University (Palo Alto, Calif., U.S.A.); a collection of his manuscripts is housed in the Peace Archives of the United Nations Library in Geneva.
  • Encyclopaedia Judaica.
  • Fried, Alfred Hermann, The German Emperor and the Peace of the World, with a Preface by Norman Angell. London, Hodder & Stoughton, 1912.
  • Fried, Alfred Hermann, «Intellectual Starvation in Germany and Austria», in Nation, 110 (March 20, 1920) 367-368.
  • Fried, Alfred Hermann, International Cooperation. Newcastle-on-Tyne, Richardson [1918].
  • Fried, Alfred Hermann, «The League of Nations: An Ethical Institution», in Living Age, 306 (August 21, 1920) 440-443.
  • Fried, Alfred Hermann, The Restoration of Europe, transl. by Lewis Stiles Gannett. New York, Macmillan, 1916.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]