ალმასიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ალმასიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი კობი
კოორდინატები 42°33′26″ ჩ. გ. 44°29′58″ ა. გ. / 42.55722° ჩ. გ. 44.49944° ა. გ. / 42.55722; 44.49944
ცენტრის სიმაღლე 1960
მოსახლეობა 22[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,4 %
ოსები 13,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალმასიანი — საქართველო
ალმასიანი
ალმასიანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ალმასიანი
ალმასიანი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ალმასიანი

ალმასიანი[2]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის დასახლებისა და კეთილმოწყობისათვის საგანგებოდ ზრუნავდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარი. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 20-იან წლებში ისა აბაშვილი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერია: „თქვენის ბრძანებით დავდექ და სოფელი ავაშენე, ეხლა 8 კომლი სახლობს აქ“. სოფელში იყო სასტუმრო-ფუნდუკი, დუქანი და მგზავრთათვის საჭირო სხვა სათავსები. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ალმასიანში სამხრეთ სადარაჯოც ააგეს. 1818 წელს მთავარსარდალ ალექსი ერმოლოვის ბრძანებით, დუშეთის მაზრიდან ალმასიანში გადაიყვანეს მოხელეები, რათა კიდევ უფრო კეთილმოეწყოთ დუქნები და ხანაგები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[3] 201 107 94
2002[4] 13 6 7
2014[1] 22 7 15

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
  3. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II