ალი გულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი გულიევი
დაბ. თარიღი 18 (31) მაისი, 1912
დაბ. ადგილი განჯა
გარდ. თარიღი 29 იანვარი, 1989(1989-01-29) (76 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, სტალინური პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, Medal VDNKh და აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ალი მუსა ოღლუ გულიევი (აზერ. Əli Quliyev; დ. 3 მაისი, 1912, განჯა29 იანვარი, 1989, ბაქო) — აზერბაიჯანელი ნავთობქიმიკოსი.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი მუსა ოღლუ გულიევი დაიბადა 1912 წლის 13 მაისს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1927 წელს გულიევი ბაქოში, პედაგოგიურ ტექნიკურ სკოლაში ჩაირიცხა. 1931 წელს ტექნიკური სკოლის დამთავრების შემდეგ იგი აზერბაიჯანის გორანბოის რეგიონის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1934 წელს ალი გულიევი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახლანდელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც 1939 წელს წარჩინებით დაამთავრა და ორგანული ქიმიის პოსტ-დოქტორულ კურსზე ჩაირიცხა.

1937 წლიდან სწავლების პარალელურად მის მასწავლებელთა ლაბორატორიაში უფროს ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა. სწავლობდა აკადემიკოს იუსუფ მამადალიევის ხელმძღანელობის ქვეშ. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იმავე უნივერსიტეტში განყოფილების მენეჯერა და უფროს იჟინრად დაინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გულიევი იმ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელსაც სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფა ევალებოდა, განსაკუთრებით ანტისატანკო იარაღების მომზადება და შემოწმება, ისეთების, როგორიცაა „მოლოტოვის კოქტეილები“. იმ წლებში გულიევმა სამედიცინო და საწმენდი აგენტების წარმოება შეისწავლა.

1943 წელს მან სადოქტორო თეზისი „ბუნებრივი აირისგან ჰექსამეთილენეტეტრამინის (უროტროპინი) მიღება“ დაიცვა. 1945 წელს ნავთობწარმოების აზერბაიჯანის სამცენიერო-კვლევით ინსტიტუტში დანამატების სინთეზის ლაბორატორია შეიქმნა, რომლის ხელმძღანელადაც გულიევი დაინიშნა. მისი და მისი გუნდის ექსპერიმენტების შედეგად საბჭოთა კავშირში პირველად საპოხი დანამატები, Az. SRI დეპრესორი და Az. SRI-4 ინდუსტრიაში ჩაეშვა. 1948 და 1951 წლებში გულიევი და მისი გუნდი ამ მიღწევებისთვის ორი სტალინური პრიზით (შემდეგში სახელი შეეცვალა და სსრ კავშირის სახელმწიფო პრიზი ეწოდა) დაჯილდოვდა.[2]

1951 წელს გულიევმა ქიმიაში სადოქტორო თეზისი დაიცვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წლიდან 1960 წლამდე გულიევი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე იყო. 1958 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტ წევრად, ხოლო 1959 წელს - აკადემიკოსად.[3] 1963-1967 წლებში მუშაობდა ქიმიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივნად.

1959-1965 წლებში გულიევი ხელმძღანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პეტროქიმიური პრიცესების ინსტიტუტის დანამატებისა და ნავთობის განყოფილებას. 1965 წელს დეპარტამენტის საფუძველზე საბჭოთა კავშირში პირველად დანამატების ქიმიის ინსტიტუტი შეიქმნა. ამ ინსტიტუტს 1965-1987 წლებში გულიევი ხელმძღვანელობდა. 1970 წელს გულიევი და დანამატების ქიმიის ინსტიტუტის პერსონალი მაღალეფექტური დანამატების დამატების მეშვეობით ზეთის ძრავის ხარისხის გაუმჯობესებისა და მეთოდების განვითარებისთვის ასს რესპუბლიკის სახელმწიფო პრიზით დაჯილდოვდა. 1974 წელს გულიევს საპატიო მეცნიერის წოდება მიენიჭა. მისი ხელმძღვანელობით 6 სადოქტორო და 60 ფილოსოფიის დოქტორის თეზისი იქნა დაცული.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულიევი აირჩიეს ასს რესპუბლიკის VIII და IX ყრილობების უზენაეს წევრად. დაჯილდოებული იყო 2 სტალინური პრიზითა და 1 სახელმწიფო პრიზით, ასევე წითელი დროში 2 ორდენით, 3 საპატიო მედლით, ასს რესპუბლიკის 6 საპატიო დიპლომით, 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედლით. მის სახელს ატარებს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის დანამატების ქიმიის ინსტიტუტი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cavadova, Həqiqət. Görkəmli kimyaçı alim haqqında kitab. Azərbaycan qəzeti (7 November 2012). ციტირების თარიღი: 23 February 2016.
  2. Кулиев Али Муса-оглы — biografija.ru
  3. КУЛИЕВ Али Муса оглы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-13. ციტირების თარიღი: 2019-03-09
  4. “Akademik Əli Quliyev adına mükafat”ın növbəti qalibi müəyyənləşdiriləcək(აზერბაიჯანული)