ალექსანდრე (ოქროპირიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროპირიძე.
ალექსანდრე
ეპისკოპოსი

წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და მისი ძმისშვილი ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, 1890-იანი წლები, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
თანამდებობიდან წასვლა 1903
პირადი მონაცემები
საერო სახელი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე
დაბადების თარიღი 1824
დაბადების ადგილი დისევი, გორის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1907
გარდაცვალების ადგილი შიომღვიმის მონასტერი, რუსეთის იმპერია
დასაფლავების ადგილი შიომღვიმე
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
ალმა-მატერი ყაზანის სასულიერო აკადემია.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში — ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე; დ. 1824, სოფ. დისევი — გ. 9 ნოემბერი, 1907, შიომღვიმის მონასტერი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862–1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869–1882 და 1886–1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, 1882–1885 — გურიის ეპისკოპოსი, 1898–1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან.

ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლის“, გვ. 163-167
  • ზაქარია ჭიჭინაძე, „გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე“, ტფილისი, 1903;
  • [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за ХIХ столетие, Тфл., 1901 (კრიპტონიმი:: Е. К.);