ალგეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალგეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალგეთი

მდინარე ალგეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
სათავე თრიალეთის ქედი
41°44′15″ ჩ. გ. 44°12′18″ ა. გ. / 41.737611° ჩ. გ. 44.205028° ა. გ. / 41.737611; 44.205028
სათავის სიმაღლე 1900 მ
შესართავი მტკვარი
41°23′01″ ჩ. გ. 45°03′01″ ა. გ. / 41.383722° ჩ. გ. 45.050389° ა. გ. / 41.383722; 45.050389
სიგრძე 108 კმ
აუზის ფართობი 763 კმ²
ალგეთი — საქართველო
ალგეთი
ალგეთი
ალგეთი — ქვემო ქართლი
ალგეთი
ალგეთი
— სათავე, — შესართავი
ალგეთი ვიკისაწყობში

ალგეთი[1]მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად, ზღვის დონიდან 1900 მ. ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან — ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე, მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45 %-ს შეადგენს წვიმის, 25 %-ს — თოვლის, 30 %-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1 % ზაფხულზე — 32,4 %, ზამთარში — 11,6 %, შემოდგომაზე — 7,9 %.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]