ალაშკერტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალაშკერტი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი
მეტსახელი თეთრი არწივები
დაარსდა 1990, (აღდგა 2011)
სტადიონი ალაშკერტი
ერევანი, სომხეთი
(ტევადობა: 6 850)
პრეზიდენტი სომხეთის დროშა ბაგრატ ნავოიანი
მწვრთნელი სომხეთის დროშა აბრაჰამ ხაშმანიანი
ლიგა სომხეთის პრემიერლიგა
2022-23 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი (სომხ. Ալաշկերտ Ֆուտբոլային Ակումբ) — სომხური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ერევანში. დაარსდა 1990 წელს, მარტუნში. ასპარეზობს სომხეთის პრემიერლიგაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1990 წელს გეღარქუნიქის პროვინციის ქალაქ მარტუნში. სომხეთის პრემიერლიგაში პირველად ითამაშა 1992 წელს, 24 კლუბიან ჩემპიონატში დაიკავა ბოლო ადგილი და დაქვეითდა სომხეთის პირველ ლიგაში.

6 წლიანი უთამაშებლობის შემდეგ კლუბი დაუბრუნდა ქვეყნის ჩემპიონატს, 1998 წლის სეზონში, პირველი ლიგის გათამაშებაში დაიკავა მე-6 ადგილი. შემდეგ, 1999 წლის სეზონში ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიუღია. მოგვიანებით, 2000 წელს კლუბი დაიშალა.

2011 წლის ბოლოს, „ალაშკერტი“ აღადგინა გამოჩენილმა ბიზნესმენმა და მეწარმემ ბაგრატ ნავოსიანმა, რომელიც წარმოშობით მარტუნიდან არის. მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი სომეხი ფეხბურთელი ალბერტ სარქისიანი, რომელმაც მოკლე დროში შეძლო გუნდის შეკრება, დაიმატა ახალგაზრდა ფეხბურთელები ადგილობრივი სკოლებიდან, ასევე „პიუნიკიდან“ და „მიკადან“. 2012-13 წლების სეზონში კლუბი შეუერთდა სომხეთის პირველ ლიგას, სადაც შეძლო პირველი ადგილის მოპოვება. საშინაო მატჩებს ატარებდა ერევანში, ნაირის სტადიონზე. მარტუნის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.

2013 წლის თებერვალში კლუბმა შეიძინა ერევანში მდებარე ნაირის სტადიონი, რომელიც კლუბის ძირითადი სტადიონი გახდა. შედეგად 2013-14 წლების სეზონისთვის კლუბმა შეიცვალა ადგილმდებარეობა, მარტუნიდან გადავიდა ერევანში.

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი გტ გშ +-
ევროპის ლიგა 4 2 0 2 4 6 (−2)
სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღმდეგე შინ გასვლითი ჯამში
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1-ლი საკ. ეტაპი შოტლანდიის დროშა სენტ ჯონსტონი 1–0 1–2 2–2 (ს.)
მე-2 საკ. ეტაპი ყაზახეთის დროშა კაირათი 2–1 0–3 2–4

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ალაშკერტის“ სტატისტიკა სომხეთის ჩემპიონატებში[1]

წელი სახელი დივიზიონი პოზიცია გტ გშ
1990 ალაშკერტი სომხეთის სსრ-ის ჩემპიონატი 17 30 8 7 15 42 74 23
1991 17 38 12 4 22 51 79 28
1992 სომხეთის პრემიერლიგა 24 22 5 2 15 38 58 12
1993–97 - მონაწილეობა არ მიუღია - - - - - - - -
1998 ალაშკერტი სომხეთის პირველი ლიგა 6 24 9 8 7 30 25 35
1999 10 XX XX XX XX XX XX XX
2000–11 - მონაწილეობა არ მიუღია - - - - - - - -
2012–13 ალაშკერტი სომხეთის პირველი ლიგა 1 36 24 6 6 80 31 78
2013–14 სომხეთის პრემიერლიგა 8 28 6 6 16 38 69 24
2014–15 სომხეთის პრემიერლიგა 4 28 10 8 10 32 35 38

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]