აკაკი წყაროზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი წყაროზია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აკაკი წყაროზია
დაბადების
თარიღი
2 აგვისტო, 1988 (1988-08-02) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.84
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მერანი მარტვილი
ნომერი 14
ახალგაზრდული კარიერა
2006 ზნამია ტრუდა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 მაშუკ-კმვ პიატიგორსკი 2 (0)
2007 ლოკომოტივი თბილისი
2007-2008 სინდელიჩი ბელგრადი 17 (1)
2008-2009 ბეჟანია 13 (1)
2009 სამტრედია
2010 პრიკარპატიე ივანო-ფრანკოვსკი 24 (3)
2011-2013 ბოდვა მოდვალა-ნად-ბოდვოუ 9 (1)
2013-2014 ვიტ ჯორჯია 27 (0)
2014- მერანი მარტვილი 5 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 სექტემბერი, 2014

აკაკი წყაროზია (დ. 2 აგვისტო 1988, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარტვილის „მერანის“ შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო რუსულ კლუბებში, „ზნამია ტრუდასა“ და პიატიგორსკის „მაშუკში“. 2007 წელს დაბრუნდა საქართველოში და კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო, თუმცა მალევე წავიდა საზღვარგარეთ და სერბეთის დაბალი ლიგის კლუბ „სინდელიჩს“ შეუერთდა, შემდეგ გადავიდა სერბეთის პირველი ლიგის კლუბ „ბეჟანიაში“. 2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. 2009–10 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „პრიკარპატიეში“ გადავიდა. შემდეგი სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოდვალა-ნად-ბოდვოუს „ბოდვას“ შეუერთდა, რომელიც სლოვაკეთის მეორე ლიგაში გამოდიოდა. 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა საქართველოში და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ განაგრძო, 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მარტვილის „მერანში“ გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]