აეროდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აეროდრომი — ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც საგანგებოდ მომზადებული და აღჭურვილია მათზე სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავების მისაღებად. აეროდრომის ყველაზე სახასიათო ელემენტებს წარმოადგენს საფრენი ბილიკი, შუქსიგნალიზაციის მოწყობილობები, ანგარი და სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტი. აეროდრომი იგივეა რაც აეროპორტი, ოღონდ ეს უკანასკნელი ახორციელებს სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების მიღებას. გეოგრაფიული ადგილიდან გამომდინარე განასხვავებენ ჩვეულებრივ, ანუ სახმელეთო აეროდრომს, ყინულის აეროდრომს (ყინულის სისქე დამოკიდებულია მისაღები თვითმფრინავების საერთო მასაზე) და საწყალოსნო ანუ ჰიდროაეროდრომს, რომელზეც აფრენა-დაფრენას ახორციელებენ ჰიდროთვითმფრინავები (თვითმფრინავი-ამფიბიები). ამოცანების ხასიათიდან გამომდინარე განასხვავებენ ძირითად, სათადარიგო, ცრუ, მოწინავე, შეხტომის, დამატებითი გაწყობის და ოპერატიულ აეროდრომებს.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.