ადარნასე (ერისმთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადარნასე.
ადარნასე
ადრნერსე

„წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ჳპატოსსა მეოხ ეყავ“.
ქართლის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 619
მმართ. დასასრული: 639
წინამორბედი: სტეფანოზ I
მემკვიდრე: სტეფანოზ II
შვილები: სტეფანოზ

ადარნასე, ადრნერსე — ქართლის ერისმთავარი (619–639) და კახეთის მთავარი; პატრიციელი (627–637/642), უფლისწულობაში „ვიპატოსი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადარნასეს საგარეო და სარწმუნოებრივი პოლიტიკა, კირიონ კათოლიკოს მსგავსად, ბიზანტიური ორიენტაციის იყო. მის დროს მოხდა საეკლესიო განხეთქილება ქართლსა და სომხეთს შორის. 614-616 წლებში სასანიანთა ირანის მოთხოვნით ყველა ქვეშევრდომი „სომხურ“ მონოფიზიტობაზე უნდა მოქცეულიყო, რის გამოც, ადარნასეს და კირიონს ქართლის დატოვება მოუხდათ. ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლეს კავკასიაში ლაშქრობათა შემდეგ ერისმთავრად აღადგინეს. 637-642 წლებში ის რანის მთავარ ჯუანშერთან ერთად წინ აღუდგა სპარსელთა ლაშქარს რანში.

ადარნასე მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელია. მისი რელიეფური გამოსახულება წარწერით დღემდეა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.
  • ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968
  • (2018) „Adarnase I (Atrnerseh)“, The Oxford Dictionary of Late Antiquity (en). Oxford University Press, გვ. 13-14. ISBN 978-0-19-866277-8. 
წინამორბედი:
სტეფანოზ I
ქართლის ერისმთავარი
619639
შემდეგი:
სტეფანოზ II