ადალბერო ფონ ეპენშტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადალბერო ფონ ეპენშტაინი (გერმ. Adalbero von Eppenstein) (დ. დაახ. 980 — გ. 29 ნოემბერი 1039) — კერნტენის ჰერცოგი 1012–1039 წლებში.

სალიურ დინასტიასთან დაპირისპირებისა და საღვთო რომის იმპერატორის ჰაინრიხ II-ის წინააღმდეგ მოწყობილი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ადალბერო ფონ ეპენშტაინი იძულებული გახდა უარი ეთქვა ყველა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე და სამფლობელოებზე. იგი იმპერიიდან გაძევებულ იქნა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.

მისი მეუღლე იყო ბეატრიქსი (გ. 1125), შვაბების ჰერცოგის ჰერმან II-ის ასული. ადალბეროს ასული ვილიბირგი ცოლად ჰყავდა შტაეირის მარკგრაფს ოტოკარ I-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wolfram, Herwig (2006). Conrad II, 990-1039: Emperor of Three Kingdoms (Denise A. Kaiser, trad.). Pennsylvania University Press.