აბაზური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბაზური ენა
Абаза бызшва
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 48.000 კაცი
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერიულ-კავკასიური ენები
დამწერლობის სისტემა კირილიცა, აბაზური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: ab
ISO 639-2: abq
ISO 639-3: abq
რუკა
  აფხაზურ-აბაზური ენების გავრცელების არეალი
  აფხაზურ-აბაზური ენების გავრცელების არეალი
  აფხაზურ-აბაზური ენების გავრცელების არეალი
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-abq}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — აბაზური ენა

აბაზური ენა[1] (აბაზ. Абаза бызшва [abaza byzšwa]) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის აფხაზურ-აბაზური ქვეჯგუფის ენა. აბაზური ენის დღე — 14 იანვარი. აბაზური ენა აფხაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს, მაგრამ ტერიტორიული გათიშულობის გამო აბაზური სალიტერატურო ენა გამიჯნულია აფხაზური სალიტერატურო ენისაგან. საკუთრივ აბაზური ენა გავრცელებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში.

ამ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 38 000 კაცი რუსეთში, ხოლო 10 000 — თურქეთში.[2]

აქვს ორი დიალექტი — ტაპანთური (ტაფობისა, ველისა), რომელზეც ლაპარაკობს უმრავლესობა და აშხარული (მთისა). სხვაობა დიალექტებს შორის უპირატესად ფონეტიკურია. მნიშვნელოვანი ფონეტიკური სხვაობაა კილოკავებსა და თქმებშიც. აბაზური ენის მორფოლოგიური წყობა არსებითად ისეთივეა, როგორიც აფხაზური ენისა. ზოგადი სხვაობა თავს იჩენს სახელის გაფორმებაში (განსაზღვრულობა — განუსაზღვრელობა, ე. წ. ბრუნვის ფორმათა წარმოება, თანადროულთა სისტემა და სხვა). აბაზურ ენაზე (განსაკუთრებით მის ტაფანთურ დიალექტზე), კერძოდ ლექსიკაზე. სიტყვათწარმოებასა და ფრაზეოლოგიაზე საგრძნობი გავლენა მოუხდენია ადიღურ ენებს. აბაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტის ყუბინაელბურგანის კილოკავი (ე. წ. შიშინა ვარიანტი).

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბაზური ენის დამწერლობა შეიქმნა 1932 წელს ლათინური გრაფიკის საფუძველზე. 1938 წლიდან შემოღებულია კირილიცა და მოიცავს 71 ასო–ნიშანს (გრაფემას).

А а Б б В в Г г Гв гв Гъ гъ Гъв гъв Гъь гъь
Гь гь ГӀ гӀ ГӀв гӀв Д д Дж дж Джв джв Джь джь Дз дз
Е е Ё ё Ж ж Жв жв Жь жь З з И и Й й
К к Кв кв Къ къ Къв къв Къь къь Кь кь КӀ кӀ КӀв кӀв
КӀь кӀь Л л Ль ль М м Н н О о П п ПӀ пӀ
Р р С с Т т Тл тл Тш тш ТӀ тӀ У у Ф ф
Х х Хв хв Хъ хъ Хъв хъв Хь хь ХӀ хӀ ХӀв хӀв Ц ц
ЦӀ цӀ Ч ч Чв чв ЧӀ чӀ ЧӀв чӀв Ш ш Шв шв ШӀ шӀ
Щ щ Ъ ъ Ы ы ь Э э Ю ю Я я

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  2. http://www.ethnologue.com/show_language.asp?code=abq