РБМК

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარეაქტორო დარბაზი РБМК-1000, ლენინგრადის აესი

РБМК (რუს. Реактор большой мощности канальный (РБМК), დიდი სიმძლავრის არხებიანი რეაქტორი) — ენერგეტიკული ბირთვული რეაქტორების სერია, შემუშავებული სსრკ-ში. რეაქტორი РБМК არის არხებიანი, ჰეტეროგენური, გრაფიტ-წყლიანი, დუღილის ტიპის, სითბურ ნეიტრონებზე. თბოგამტარი — მდუღარე წყალი.

შექმნის ისტორია და ექსპლუატაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი (АМ-1 («Атом Мирный»), ობნინსკის ატომური ელექტროსადგური, 1954 წ) იყო ურან-გრაფიტული, არხებიანი, წყლის თბოგამტარით. ურან-გრაფიტული რეაქტორების ტექნოლოგიის შექმნა-განვითარება წარმოებდა სამხედრო-სამრეწველო და საცდელ-სამრეწველო რეაქტორებზე, რომლებსაც სამხედრო დანიშნულებასთან ერთად ჰქონდათ სამეურნეო: ელექტრო ენერგიისა და სითბოს წარმოების დანიშნულება. 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა რეაქტორების შექმნაზე, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო РБМК-ს. ზოგიერთი კონსტრუქციული გადაწყვეტა მუშავდებოდა ბელოიარსკის ატომური ელექტროსადგურის საცდელ ენერგეტიკულ რეაქტორებზე „მშვიდობიანი ატომი, დიდი“ («Атом Мирный Большой»): АМБ-1 (1964 წ) და АМБ-2 (1967 წ).

პირველი თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

РБМК ტიპის რეაქტორები ქრონოლოგიურად და ტექნიკური ევოლუციის მიხედვით სამ თაობად იყოფა. РБМК-1000 ტიპის პირველი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) მახლობლად; ამავე წელს გადაწყდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც. 1973 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მსოფლიოში პირველი РБМК-1000 ტიპის ატომური რეაქტორი, ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი. РБМК-ს პირველ თაობას განეკუთვნებიან:

(სულ 6 ენერგობლოკი).

მეორე თაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენინგრადის აეს-ის მეორე რიგის (მე-3 და მე-4 ენერგობლოკები) პროექტირებისას გადაწყდა ამ ტიპის რეაქტორების გაუმჯობესება. პროექტის გადაკეთების მთავარი მიზეზი იყო უსაფრთხოების წესების გამკაცრება. РБМК-ს მეორე თაობას განეკუთვნებიან:

(სულ 8 ენერგობლოკი).

მესამე თაობა: ჩერნობილის ავარიის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერნობილის აეს-ის ავარიამდე სსრკ-ში ასეთი რეაქტორების მშენებლობა ფართოდ იგეგმებოდა, თუმცა ავარიის შემდეგ РБМК ტიპის ახალი რეაქტორების მშენებლობა შეწყდა. 1986 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა РБМК ტიპის რეაქტორები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Левин В. Е. Ядерная физика и ядерные реакторы. 4-е изд. — М.: Атомиздат, 1979.
  • Абрамов М. А., Авдеев В. И., Адамов Е. О. и др. Под общей редакцией Черкашова Ю. М. Канальный ядерный энергетический реактор РБМК. — М.: ГУП НИКИЭТ, 2006. 632 с.
  • Доллежаль Н. А., Емельянов И. Я. Канальный ядерный энергетический реактор. — М.: Атомиздат, 1980.
  • Емельянов И. Я., Михан В. И., Солонин В. И., под общ. ред. акад. Доллежаля Н. А. Конструирование ядерных реакторов. — М.: Энергоатомиздат, 1982.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=РБМК&oldid=4308155“-დან