Viber

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ViberVoIP პლატფორმა Android-ის, BlackBerry OS-ის, iOS-ის, Symbian-ის, Windows Phone-ის, Bada-ს სმარტფონებისთვის, ისევე, როგორც Windows-ის და OS X-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე კომპიუტერებისთვის. სისტემაში ავტორიზაცია ხდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით და პროგრამაში ინტეგრირდება სმარტფონში ჩაწერილი ტელეფონის ნომრები. შესაძლებელია უფასო ზარების განხორციელება Wi-Fi და 3G ქსელში სმარტფონებთან, სადაც ჩაწერილია Viber. ასევე შესაძლებელია სურათების, ვიდეო, აუდიო და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

თავდაპირველად Viber გაეშვა 2010 წელს, iPhone-სთვის. ვერსია Android-ებისთვის გამოვიდა 2011 წლის მაისში, ხოლო ვერსია BlackBerry-სთვის, Bada-სა და Windows Phone-სთვის გამოვიდა 7 მაისს 2012 წელს. Viber-ს კომპიუტერული ვერსია გამოვიდა 7 მაისს 2013 წელს.

Viber-ის მფლობელია კვიპროსში მდებარე საერთაშორისო კომპანია Viber Media. 2014 წლის თებერვლიდან კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელია კომპანია Rakuten, რომელიც იაპონელ მილიარდერ ჰიროში მიკიტანის ეკუთვნის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Viber&oldid=4601815“-დან