Universal Pictures

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Universal Pictures
დარგი კინოწარმოება
დაფუძნდა 30 აპრილი, 1912; 111 წლის წინ (1912-04-30)
სათავო ოფისი იუნივერსალ-სიტი, კალიფორნია, აშშ
შემოსავალი 4.239 მილიარდი აშშ დოლარი (2011)
საწარმოო შემოსავალი 27 მილიონი აშშ დოლარი (2011)
მფლობელი NBCUniversal
(Comcast)
შვილობილ(ებ)ი
ფილიალი
საიტი universalpictures.com

Universal City Studios LLC (აგრეთვე ცნობილია როგორც Universal Studios, Universal Pictures ან უბრალოდ Universalამერიკული კინოსტუდია. დაარსდა 1912 წელს კარლ ლემლეს, მარკ დინტენფასის, ჩარლზ ბაუმანის, ადამ კესელის, პეტ პაუერსის, უილიამ სვენსონის, დევიდ ჰორსლის, რობერტ კოკრეინისა და ჟიულ ბრულატურის მიერ. ის ითვლება ყველაზე ძველ კინოსტუდიად აშშ-ში და მეხუთე ყველაზე ძველ სტუდიად მსოფლიოში Gaumont-ის, Pathé-ის, Titanus-ისა და Nordisk Film-ის შემდეგ.

მისი სტუდიები განლაგებულია იუნივერსალ-სიტში, კალიფორნიის შტატში, ხოლო კორპორაციული ოფისები — ნიუ-იორკში.

Universal Pictures არის ამერიკის კონოკომპანიების ასოციაციის წევრი. ის აგრეთვე იყო „პატარა სამეულის“ (ინგლ. Little Three) წევრი ჰოლივუდის ოქროს ხანაში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Our Story. MPAA.