PK ტყვიამფრქვევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PK

ფინეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი პკმ
ტიპი საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1961–დღემდე
იყენებენ საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ომები და კონფლიქტები

ინდოჩინეთის მეორე ომი
ლიბანის სამოქალაქო ომი
ავღანეთის ომი (1979-1989)
ირან-ერაყის ომი
ყარაბაღის ომი
საქართველოს სამოქალაქო ომი
სპარსეთის ყურის ომი (1990-1991)
იუგოსლავიის ომები
აფხაზეთის ომი (1992-1993)
რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისი
ჩეჩნეთის პირველი ომი
აფხაზეთის ომი (1998)
ჩეჩნეთის მეორე ომი
კოდორის კრიზისი (2001) რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
ლიბიის სამოქალაქო ომი
სირიის სამოქალაქო ომი

ომი აღმოსავლეთ უკრაინაში
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი მიხეილ კალაშნიკოვი
შექმნის თარიღი 1961
მწარმოებელი 1961-დღემდე
რაოდენობა 1 მილიონზე მეტი
ვარიანტები

პკ
პკმ
პკს
პკტ
პკნ
პკმნ
პკმს

პკპ პეჩენეგი
მახასიათებლები
წონა პკ: 9 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე), პკმ: 7.5 კილოგრამი (ტყვიების ლენტის გარეშე)
სიგრძე 1200მმ
ლულის სიგრძე პკმ:605მმ, პკტ:772მმ

ვაზნა 7.62x54მმ
სროლის ტემპი პკ:650, პკტ:850-900
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 825
დამიზნების მანძილი პკმ:1000 მეტრი, პკტ:1500 მეტრი.
მაქსიმალური მანძილი 4000 მეტრი
დატენვის სისტემა 50 ტყვიიანი ლენტები, 100, 200 და 250 ტყვიის ტევადობის მქონე ლენტების ყუთები
სამიზნეები რკინის სტანდარტული სამიზნე, შესაძლებელია ოპტიკური და თერმული ოპტიკების დაყენება.[1]

კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი[2]საბჭოთა წარმოების საყოველთაო დანიშნულების ტყვიამფრქვევი, რომელიც შემუშავებული იქნა 1961 მიხეილ კალაშნიკოვის მიერ SG-43-ის და DP ტყვიამფრქვევი-ის ჩანაცვლების მიზნით, იგი დღემდე იწარმოება რუსეთში და ფართოდ გამოიყენება რუსეთში,[3] როგორც ქვეითთა ასევე საარტილერიო და სატანკო ნაწილებში, ასევე გარკვეული რაოდენობა გამოიყენება ვერტმფრენებზე. პკ ლიცენზიით თუ ლიცენზიის გარეშე წარმოებული იქნა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ბულგარეთი, ჩინეთი, რუმინეთი, სერბეთი, უნგრეთი, უკრაინა და პოლონეთი.

კონსტრუქციის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პკ კონსტრუქციით საკმაოდ წააგავს კალაშნიკოვის სისტემის საიერიშო შაშხანებს, მათ შორის აღსანიშნავია საკეტი სისტემის მსგავსება, თუმცა პკ-ს საკეტი იმით განსხვავდება, რომ ის გახსნილია, ანუ საკეტში დამატებითი ტყვია არ ინახება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ტექნიკური შემთხვევების პრევენციას. პკ ძალიან გამძლე ტყვიამფრქვევია, თავისმხრივ, ეს მარტივი სისტემის თამსახურებაა, თუმცა მეორესმხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიამფრქვევი საკმაოდ სქელი, 1.5მმ სისქის მქონე მეტალისაგან მზადდება, რაც მას გამძლეობას მატებს.

ტყვიამფრქვევს გააჩნია რკინის სტანდარტული სამიზნეები, თუმცა მასზე ბევრი სხვადასხვა სახის ოპტიკის დაყენება შეიძლება. ეს დამოკიდებულია ტყვიამფქვევის ვარიანტზე, მაგალითად, პკნ-ზე შესაძლოა ღამის ხედვის და თერმული ოპტიკების დაყენება, თუმცა თანამედროვე წარმოების ბევრ პკ-ზე სამიზნეების დაყენება ძალიან მარტივია. ტყვიამფქვევის დაყენება, აგრეთვე შესაძლებელია სამფეხიან სადგამზე, რაც მას სტაბილურობას მატებს და სროლის მანძილის გაზრდას უწობს ხელს. პკმ-ის ზოგიერთი ვერსიის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია საზენიტო სადგამზე. თუმცა, თანამედროვე ავიაციის წინააღმდეგ პკ-ს თითქმის უძლურია სროლის დაბალი ტემპის და ტყვიის სისუსტის (ავიაციის წინააღმდეგ) გამო.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პკ - თავდაპირველი საწყისი ვარიანტი, წარმოებაში ჩაშვებული იქნა 1961 წელს.
  • პკს - სამფეხიან 6T2 სადგამზე დასადგამი პკ, სადგამი იწონის 7.5 კილოგრამს და ზრდის ტყვიამფრქვევის სიზუსტეს დიდ მანძილზე.
  • პკმ - პს-ს მოდერნიზებული ვერსია, შემსუბუქებული იქნა 1.5 კილოგრამით, ასევე შეცვილი იქნა ლულის დაბოლოების დიზაინი.
  • პკმნ - პკმ-ის ვერსია, რომელზეც შესაძლებელია ნსპუ-3 და ნსმუპ ღამის ხედვის ოპტიკების დაყენება.
  • პკმს - პკმ-ის ვერსია, რომელიც იდგევა 6T5 სამფეხიან დასადგამზე, რომელიც 4.5 კილოგრამს იწონის
  • პკტ - ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე დასაყენებელი ვერსია, გამოირჩევა უფრო გრძელი და გამძლე ლულით, გაზრდილია სროლის ტემპი და ეფექტიანი მოქმედების მანძილი, პკტ-ს, ასევე არ გააჩნია კონდახი და ისვრის ელექტრონული სასხლეტის საშუალებით.
  • პკტმ - პკტ-ს მოდერნიზებული ვერსია.
  • პკპ პეჩენეგი - ღრმად მოდერნიზებული ახალი წარმოების რუსული ვარიანტი, გამოირჩევა სრულიად ახალი შეცვლილი დიზაინის მქონე ლულით, რომლის მოხსნა შეუძლებელია, გაზრდილია წონა 8.2 კილოგრამამდე.

უცხოური ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზასტავა მ84 - იუგოსლავიაში წარმოებული პკმ-ის ვარიანტი, განსხვავდება კონდახის და ლულის დიზაინით.
  • ზასტავა მ86 - იუგოსლავიაში წარმოებული პკმტ-ს ვერსია.
  • ტაიპ 80 - ჩინეთში წარმოებული პკმ-ია ასლი.
  • მდ.66 - რუმინული წარმოების პკმ, გამოირჩევა მომატებული წონით 8 კილოგრამამდე.
  • მგ-1მ - ბულგარული წარმოების პკმ, განსხვავდება ლულის დიზაინით.
  • კმ-7,62 - უკრაინული წარმოების პკმ.

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]