Nokia Lumia 1520

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nokia Lumia 1520
მწარმოებელი Nokia
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8 Lumia Black-ით
მასა 209 გრამი
ზომა 6,4 ინ (160 მმ) H
3,3 ინ (84 მმ) W
0,33 ინ (8,4 მმ) D
ფოტოკამერა 20 მეგაპიქსელი PureView
მეორე კამერა 1,2 მეგაპიქსელი
ბატარეა BV-4BW 3400 mAh
მეხსიერება 32 GB შიდა flash;
2 GB RAM

Nokia Lumia 1520 — კომპანია ნოკიას მიერ წარმოებული სმარტფონი. 6 ინჩიანი (15 სმ) ეკრანით იგი უდიდესი Windows Phone-ია. საზოგადოების წინაშე ფინურმა კომპანიამ სმარტფონი პირველად 2013 წლის 22 ოქტომბერს წარადგინა, აბუ-დაბიში გამართულ Nokia World ღონისძიებაზე, რა დროსაც ნოკიამ ასევე დააანონსა Lumia 1320 და Lumia 2520.[1][2] თავისი ზომით, Lumia 1520 კონკურენციას უწევს Samsung Galaxy Note 3-სა და HTC One Max-ს.[3]

ხელმისაწვდომობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, Lumia 1520-ის გაყიდვა დაიწყო სინგაპურში, ჰონგ-კონგში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ფინეთსა და ინდოეთში. ავსტრალიაში ექსკლუზიურად პარტნიორი კომპანია Harvey Norman-ის მიერ გაიყიდა.[4][5] აშშ-ში მისი გაყიდვა AT&T-მა დააანონსა.[6]

მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lumia 1520-ის IPS LCD[7] დისპლეი Windows Phone-ის პირველი დსიპლეია, რომელსაც 1080p რეზოლუცია აქვს, რაც სამი სვეტი Live Tiles-ების ქონის შესაძლებლობას იძლევა, დაფარულია Gorilla Glass 2-თი. 6 ინჩიან დისპლეის თითოეულ ინჩზე 368 პიქსელის სიმჭირდოვე აქვს.[8][9] ტელეფონი აღჭურვილია 2,2 GHz Snapdragon 800 system on a chip-ით და 20 მეგაპიქსელიანი PureView კამერით.[3][10] ასევე გააჩნია 4G LTE და near field დაკავშირებადობა, 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე microSD-ით.[8] Lumia 1520-ს აქვს 3 400 მილი-ამპერიანი ბატარეა, რომელიც თავსებადია DC-50 wireless დამტენთან.[8] სმარტფონის ფასი 749 აშშ დოლარია.

Lumia 1020-ის მსგავსად, მას ერთდროულად შეუძლია გადაიღოს 5 და 16 მეგაპიქსელიანი ფოტოები.[11]

მოდელის ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელი[12] RM-937 RM-940 RM-939
ქვეყნები საერთაშორისო აშშ TBA
მიმწოდებლები/​პროვაიდერები საერთაშორისო AT&T TBA
2G Quad-band GSM/EDGE (850/900/1800/1900 MHz)
3G Quadband HSPA+ 1, 2, 5/6, 8
(850​/900​/1900​/2100 MHz)
Pentaband HSPA+ 1, 4, 5/6, 8
(850​/900​/AWS​/1900​​/2100 MHz)
Quadband HSPA+ 1, 2, 5/6, 8
(850​/900​/1900​/2100 MHz)
4G Pentaband LTE 1, 3, 7, 8, 20
(800​/900​/1800​/2100​/2600 MHz)
Pentaband LTE 2, 4, 5, 7, 17
(700​/850​/1700​/1900​/2600 MHz)
No
ქსელის მაქსიმალური სიჩქარე, ჩამოტვირთვა/​ატვირთვა LTE: 150/50 Mbit/s
DC-HSPA+: 42.2/5.76 Mbit/s
DC-HSPA+: 42/5.76 Mbit/s

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ახალი ამბების ქსელ The Verge-ის წარმომადგენელი ტომ უარენი ტელეფონს აფასებს მისი ეკრანით, სიჩქარით და კამერით, მაგრამ შენიშნავს, რომ დიზაინი არც ისე დახვეწილია და ტელეფონის ზომა ხელში ჭერის სირთულეს ქმნის.[11]

ენდი ვანდერველი TrustedReviews-დან კი წერს: „Lumia 1520 ერთგვარი წყალგამყოფი ტელეფონია უამრავი დადებითი მახასიათებლით. ოპერაციულ სისტემა Windows Phone-ს იგი სმარტფონების დანარჩენი სამყაროს გვერდით აყენებს, თუმცა ამ პროგრამას სულ ცოტა დამუშავება კიდევ სჭირდება“.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Griffith, Chris (22 October 2013). „Nokia announces its first tablet, the Lumia 2520, and two 6-inch 'phablets'. The Australian. ციტირების თარიღი: 25 October 2013.
  2. Stroh, Michael. (22 October 2013) Nokia goes big, introduces the Lumia 1520 and 1320 with 6-inch HD screens. Plus: Instagram is coming!. Windows Blogs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  3. 3.0 3.1 Nokia Lumia 1520 Hands-On. Thenextweb.com. Retrieved on 22 October 2013.
  4. Harvey Norman AU. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2014-01-02.
  5. Byrne, Seamus. (22 October 2013) Nokia announces 6-inch Lumia 1520 Windows Phone. CNET. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  6. Byford, Sam. (22 October 2013) AT&T is the exclusive carrier for Nokia's Lumia 1520, will also sell Lumia 2520 tablet. The Verge. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  7. Detailed specifications for the Nokia Lumia 1520. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 31 October 2013.
  8. 8.0 8.1 8.2 Smith, Mat. (22 October 2013) Nokia Lumia 1520: Windows Phone with 6-inch 1080p display and 20MP camera for $750. Engadget. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  9. Ghos, Shona. (22 October 2013) Nokia Lumia 2520 tablet arrives ahead of new iPad. PC Pro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  10. Seifert, Dan. (22 October 2013) Nokia introduces the Lumia 1520, its largest Windows Phone yet. The Verge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 October 2013.
  11. 11.0 11.1 Warren, Tom. (22 October 2013) Nokia Lumia 1520: a first look at a 6-inch giant Windows Phone. The Verge. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  12. Device details Nokia Lumia 1520. Nokia Developers (22 October 2013). ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  13. Nokia Lumia 1520: Battery Life and Verdict