Keep It Dark

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Keep It Dark“
სინგლიჯენესისი
ალბომიდან Abacab
B-მხარე Naminanu / Abacab
გამოსვლის თარიღი 23 ოქტომბერი 1981
ჩაიწერა 1981
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma/Virgin
პროდიუსერი ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია
„Abacab“
(1981)
Keep It Dark
(1981)
„No Reply At All“
(1981)

Keep It Dark“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სინგლი ალბომიდან Abacab. სინგლის მეორე მხარეს ჩაწერილი იყო Naminanu (იშვიათი სიმღერა, რომელიც არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ სტუდიურ ალბომში და Abacab-ის უფრო ვრცელი მიქსი.

მუსიკალური ვიდეო ამ სიმღერისათვის გადაღებული იყო სპონტანურად. ჯგუფის სამივე წევრი ერთად დადის ქუჩაში, დამტვრეული გიტარით, ორი დასარტყამი ჯოხით და მინი-ფორტეპიანოთი.

სინგლი ბრიტანეთში ჩარტის 33-ე პოზიციაზე მოხვდა.[1]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Keep It Dark - 4:33
  2. Naminanu - 3:51
  3. Abacab - 7:02

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯგუფმა World Trade ჩაწერა სიმღერის ქავერ-ვერსია, რომელიც შეტანილი იქნა 1996 წლის ალბომში Supper's Ready (ჯენესისის სხვა სიმღერების ქავერ-ვერსიებით)
  • 2007 წელს სიმღერა ჩაწერა საიმონ კოლინზმა, ფილ კოლინზის შვილმა. ეს ჩანაწერი მიეძღვნა ჯგუფის 40 წლის იუბილეს. სიმღერა იწყება კომპოზიციის Silent Sorrow in Empty Boats სეგმენტით.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Genesis UK chart history, The Official Charts Company. Retrieved 18 May 2012.
  2. Simon Collins' Version of his Father's Song Youtube.com. Retrieved 5 August 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Keep_It_Dark&oldid=4586148“-დან