Google Earth

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Google დედამიწა

საქართველო Google Earth-ში
მწარმოებელი Google
გამოვიდა 11 ივნისი, 2001
პროგრამირების ენა Qt /C++
ოს Unix, Mac OS X, Microsoft Windows, Linux
ენა მრავალენოვანი
ჟანრი გეოინფორმაციული სისტემა
საიტი Google–დედამიწა

Google Earth (ინგლ. Earth — დედამიწა) — კომპანია გუგლის პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა.

სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია.

ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Google_Earth&oldid=4108403“-დან