GameTrailers

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GameTrailers
საიტი gametrailers.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი შვილობილი
რეგისტრაცია თავისუფალი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ჯეფრი რ. გროტსი
ბრენდონ ჯონსი
მფლობელი Defy Media
გაეშვა აგვისტო, 2013; 13 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი 8,181 აპრილი, 2015[1]
ამჟამინდელი სტატუსი არააქტიური

GameTrailers (აბრ. GT) — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი. GameTrailers -ზე თავსდებოდა ვიდეოები და ტრეილერები ვიდეო თამაშების შესახებ (პერსონალური თამაშები, კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები): კინემატოგრაფიული ვიდეოები, მიმოხილვები, წინასწარი მიმოხილვები, ინტერვიუები დეველოპერებთან, გეიმპლეის ვიდეოები და ა.შ. საიტის მომხმარებლებს, სრულიად უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე ჰქონდათ წვდომა საიტზე განთავსებულ ვიდეოებთან.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა GameTrailers-ზე აეტვირთათ ვიდეოები, შექმნათ ბლოგები და მონაწილეობა მიეღოთ საიტის ფორუმში, შექმნათ ფრაქციები (საზოგადოებები). საიტს გააჩნდა საკუთარი ვირტუალური ვალუტა, (ინგლ. GameTrailers Points-GTP) რომლის გამომუშავება შეიძლებოდა საიტთან სხვადასხვა ურთიერთქმედებით. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო როგორც ვირტუალური, ასევე რეალური საქონლის ყიდვა.

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-სა და Facebook-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GameTrailers დაარსებული იქნა ჯეფრი გროტსის, ბრენდონ ჯონსისა და ჯოშ სლეშერის მიერ 2003 წელს. საიტის აღმსარულებელ დირექტორად დაინიშნა ჯოშ სლეშერი. 2005 წელს საიტი შეიძინა კომპანია MTV Networks-მა.[3]

2007 წლის 12 აგვისტოს კომპანია MTV Networks-მა მოახდინა გართობის განყოფილების რეკონსტრუქცია და საიეტები Ifilm.com და SpikeTV.com შეუერთა Spike.com-ს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ჯონ სლეშერი, ჯეფრი გროტსი პროდუქციის განვითარები ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბრედ ვინტეროსი GameTrailers.com-ის გენერალურ მენეჯერად. .[4]

2014 წლის ივნისში GameTrailers შესყიდული იქნა კმპანია Defy Media-ის მიერ.[5] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძველი თანამშრომლების 2/3 დაითხოვილ იქნა სამსახურიდან.[6]

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alexa Ranking. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-29. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2015.
  2. After 13 years, GameTrailers is closing down today. Thank you for your continued support over the years. It has been an adventure
  3. MTV Networks Acquires GameTrailers.com. Prnewswire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-26. ციტირების თარიღი: 2008-12-12.
  4. Aileen Budow. [https://www.webcitation.org/66RknHcAQ?url=http://www.gametrailers.com/press_releases/MTVN%20ENTERTAINMENT%20GROUP%20PROMOTES%20BRAD%20WINTERS%20TO.htm MTVN Entertainment group promotes brad windters to general manager of Gametrailes.com Winters Takes Over Day-to-Day Operations Of GameTrailers]. GameTrailers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-26. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2009.
  5. Farokhmanesh, Megan (June 9, 2014). „GameTrailers, Addicting Games and Shockwave acquired by Defy Media“. Polygon. Vox Media. ციტირების თარიღი: 14 June 2014.
  6. Plante, Chris (13 ივნისი, 2014). „Layoffs hit GameTrailers day after E3“. Polygon. Vox Media. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. GameTrailers on Twitter: "After 13 years, GameTrailers is closing down today. Thank you for your continued support over the years. It has been an adventure."
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GameTrailers&oldid=4473408“-დან