Eagle Rock Entertainment

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Eagle Rock Entertainment Limitedხმისჩამწერი ლეიბლი, დაარსებული 1997 წლის აპრილში. მისი დამაარსებლები იყვნენ სამი ყოფილი კოლეგა Castle Communications-დან: ტერი შანდი, ჯეფ კემპინი და ჯულიან პოლი. მისი სათავო ოფისი განთავსებულია ლონდონში, აქვს ოფისი ნიუ-იორკშიც. ძირითადად, დაკავებულია BD და DVD დისკების გამოშვებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, უკავშირდება კლასიკურ როკს და ჯგუფების დოკუმენტურ მასალას, რასაც ახორციელებს მისი დანაყოფის — Eagle Vision-ის — საშუალებით.

Eagle Rock Entertainment ადრეულ 2000-იან წლებში შეისყიდა კომპაიამ Edel Music, შემდეგ კი Mercury Private Equity-ს მფლობელობაში გადავიდა, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც HgCapital.

დისტრიბუციას უზრუნველყოფს კომპანია Fontana Distribution.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]