Acer

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეისერი
Acer
ტიპი სახალხო კომპანია
დარგი ელექტრონიკა
დაფუძნდა 1976; 48 წლის წინ (1976)
დამაარსებელი სტან შიჰი და სხვები
სათავო ოფისი ახალი ტაიბეი, ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
მმართველი
თავმჯდომარე— ძენტანგ ვანგი (Zhentang Wang) (2012)
პროდუქცია

პერსონალური კომპიუტერები
კომპიუტერული სერვერები;
ლეპტოპები;
ნეტბუქები;
სმარტფონები;
პლანშეტური კომპიუტერები;
მეხსიერების ბარათები;
მონიტორები;
ტელევიზორები;
ვიდეო-პროექტორები;

ელექტრონული ბიზნესი

შემოსავალი $16,18 მლრდ. USD (2011 წელი)[1]
საწარმოო შემოსავალი $ 225,3 (2011 წელი)[1]
თანამშრომელი 7 757 (2011)[1]
საიტი acer.com

Acer (ჩინ.: 宏碁股份有限公司; ფინინი: Hóngqi Gǔfèn Yǒuxiàn Gōngsī) — აპარატურისა და ელექტრონიკის ტაივანური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ახალ ტაიბეიში მდებარეობს. Acer-ის პროდუქცია მოიცავს პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, პლანშეტურ კომპიუტერებს, სერვერებს, მეხსიერების ბარათებს, მონიტორებსა და სმარტფონებს. იგი ასევე აწარმოებს ელექტრონული ბიზნეს-სერვისს ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მომხმარებლებისათვის. Acer პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მწარმოებელია.

2000-იანი წლების დასაწყისში, Acer-მა ახალი ბიზნეს-მოდელი შეიმუშავა, რითაც მწარმოებლიდან მთავარი აქცენტი დიზაინზე, ბაზარზე, და პროდუქციის დისტრიბუციაზე გადაიტანა, თუმცა წარმოების პროცესი მწარმოებლებთან კონტრაქტების საფუძველზე შეინარჩუნა.[2]

ასევე, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნესია უმსხვილესი ფრენჩაიზებული კომპიუტერული საცალო ჯაჭვი ტაიბეიში.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს.

მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო 11 დასაქმებულით. ამ დროისათვის, კომპანია ეწეოდა ელექტრო-ნაწილების დისტრიბუციას და კონსულტანტის როლს მიკროპროცესორულ ტექნოლოგიებში.

სახელი Acer კომპანიას 1987 წელს ეწოდა.

ბრენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acer
  • eMachines
  • Gateway
  • Packard Bell
  • Predator
  • Pawbo
  • Xplova

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „Fortune Global 500 #436: Acer“. Fortune. 20 July 2011. ციტირების თარიღი: 27 November 2009.
  2. Centre for Research on Multinational Corporations, Bart Sleb, 2005
  3. About Acer – Milestones. Acer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 7 July 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Acer&oldid=4313522“-დან