ოცდათხუთმეტი — ოცდამეთხუთმეტე ნატურალური რიცხვი. არის ოცდათოთხმეტის მომდევნო და ოცდათექვსმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 35. 35 არის კენტი და შედგენილი რიცხვი. სიტყვა „ოცდათხუთმეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოცი და ათ-ხუთ-მეტი (იგულისხმება ოცზეთხუთმეტი ერთეულით მეტი).