ოცდათერთმეტი — ოცდამეთერთმეტე ნატურალური რიცხვი. არის ოცდაათის მომდევნო და ოცდათორმეტის წინამდგომი. აღინიშნება სიმბოლოთი 31. 31 არის კენტი და მარტივი რიცხვი. სიტყვა „ოცდათერთმეტი“ რთული შედგენილობისაა და მისი პირვანდელი ვარიანტია ოცი და ათ-ერთ-მეტი (იგულისხმება ოცზეთერთმეტი ერთეულით მეტი).