ალფონსო V (არაგონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X


{{ესპანეთი}}
{{ესკიზი-ესპანეთი}}


[[კატეგორია:არაგონის მეფეები]]
[[კატეგორია:არაგონის მეფეები]]

21:43, 11 იანვარი 2010-ის ვერსია

ალფონსო V

ალფონსო V (ესპ. Alfonso V) (1394 - 1458 27 ივლისი) არაგონის და სიცილიის მეფე 1416 - 1458 წლებში. ფერდინანდ Iს და ელეონორა ალბუკერკეს ვაჟი. 1415 წელს იქორწინა მარიაზე, კასტილიის მეფის ენრიკე IIIს ასულზე.

1420 წელს ალფონსო გენუელებს ებრძოდა კორსიკისთვის. მაშინ მას გამოუჩნდა შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში ნეაპოლის გვირგვინიც მოეღო. ნეაპოლის უშვილო დედოფალმა ჟან IIმ ალფონსს დახმარება სთხოვა ანჟუს ჰერცოგ ლუის წინააღმდეგ ბრძოლაში, სანაცვლოდ კი შვილებას და გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის გვირგვინს დაპირდა. ალფონსი დათანხმდა და ოქტომბერში ნეაპოლში ჩავიდა. მალე მეფემ საჰერცოგო კოლაბრია მიიღოდა გამოცხადდა დედოფლის მემკვიდრეთ. მაგრამ მოგვიანებით ჟანისა და მისი გერის ურთიერთობები დაიძაბა და 1423 წელს, როდესაც ალფონსმა სცადა გადატრიალების მოწყობა და ჟანის დატყვევება, მათ შორის ღია ომი დაიწყო. არაგონელები იტალიიდან განდევნეს და ნეაპოლის მემკვიდრეთ ჯერ ლუი ანჟუელი გამოცხადდა, შემდეგ კი მისი ძმა რემე.

ჟანის გარდაცვალების შემდეგ, 1435 წელს ალფონსმა დაიწყო ომი რენე ანჟუელთან, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. 1442 წელს იგი დაეუფლა ნეაპოლის სამეფოს და რენეს აიძულა დაეხია. იგი არ იყო კარგი მმართველი, მაგრამ ნეაპოლელები მას კარგად იხსენებდნენ, რადგან მის დროს აღარ იყო სამოქალაქო ომები. ალფონსოს თავის მამულებში ყველაზე მეტად იტალია უყვარდა, ამიტომ იგი ნეაპოლში დასახლდა და დაიახლოვა მეცნიერები და მხატვრები. მან დაარწმუნა ბევრი არაგონელი და სიცილიელი დიდებული, გადმოსახლებულიყვნენ ნეაპოლში. მას უყვარდა ფუფუნება და სახელი გაითქვა სასიყვარულო თავგადასავლებით.

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X