ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორია
Robot: Cosmetic changes
ხაზი 43: ხაზი 43:


{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}

[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1511]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1511]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]]



09:13, 28 დეკემბერი 2009-ის ვერსია

საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე
ალექსანდრე I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1476
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გიორგი I
მემკვიდრე: გიორგი II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1454
გარდ. თარიღი: 1511
მეუღლე: 1.ანა ჩოლოყაშვილი
2.თინათინი
შვილები: 1.გიორგი II
2.დიმიტრი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი I
დედა: ნესტან დარეჯანი

ალექსანდრე I (დაახლოებით 1454-1456 ― გ. 1511), კახეთის მეფე 1476-1511. მეფე გიორგი VIII-ის ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477, ქართლში უზუნ-ჰასანია შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს.

ალექსანდრე I მოკლეს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.

წინამორბედი:
გიორგი I
კახეთის მეფე
1476 - 1511
შემდეგი:
გიორგი II