მცხეთა-თბილისის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 166: ხაზი 166:
* წმ. ეკატერინეს დედათა მონასტერი. მცხეთა, რკინიგზის სადგურის პირდაპირ ხეობაში (იღუმენია პელაგია)
* წმ. ეკატერინეს დედათა მონასტერი. მცხეთა, რკინიგზის სადგურის პირდაპირ ხეობაში (იღუმენია პელაგია)
* ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. სოფ. მარტყოფი (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)
* ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. სოფ. მარტყოფი (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)

===სტავროპიგიული მონასტრები===
* გარეჯის მამათა მონასტერი
* ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი - იღუმენია თეოდორა (მახვილაძე)
* ფოკის დედათა მონასტერი - იღუმენია ელისაბედი
* სოფ. შემოქმედის წმ. ნიკოლოზის სტავროპიგიული დედათა მონასტერი - არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი)


==წყარო==
==წყარო==

05:13, 10 დეკემბერი 2009-ის ვერსია

მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები.

ეპარქიის ისტორია

ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი.

მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა.

V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა.

375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება.

ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა.

თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო.

ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება.

XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“.

თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი.

1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა.

1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი:

ეპისკოპოსები 1918 წლის შემდეგ

  • კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);
  • ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);
  • ამბროსი ხელაია (1921-1927);
  • ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);
  • კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);
  • მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);
  • ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);
  • დავით V დევდარიანი (1972-1977).
  • ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური) (1977-დღემდე).

მოქმედი ეკლესიები

  • სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი. მცხეთა (ცენტრი).
  • თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარი. ელიას მთაზე.
  • სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სიონის ქ. №4.
  • წმ. ათორმეტ მოციქულთა ეკლესია. მცხეთა, რუსთაველის №14.
  • ამაღლების ეკლესია. სოფ. ბიწმენდი (მცხეთის რაიონი).
  • ამაღლების ეკლესია. საბურთალოს პანთეონში.
  • ამაღლების ეკლესია. ე. ბეჟანიშვილის ქუჩის ბოლოს, გორაკზე.
  • ანტიოქია - წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია. ქ. მცხეთა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • ანჩისხატის ეკლესია. შავთელის ქ. №7.
  • წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია. ივ. ჯავახიშვილის ქ. №69.
  • წმ. ბარბარეს ეკლესია; ქინძმარაულის შესახვევი, წმ. ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორია.
  • წმ. ბარბარეს ეკლესია; ნავთლუღი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. №6.
  • წმ. ბარბარეს ეკლესია; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №2.
  • წმ. ბარბარეს ეკლესია; ს. ჩიქოვანის ქუჩა, №14.
  • წმ. ბარბარეს ეკლესია; ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
  • ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ზემო); ნარიყალა, ბეთლემის ქუჩა.
  • ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ქვემო); ბეთლემის ქუჩა №3.
  • წმ. გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ეკლესია; ვაჟა-ფშაველას გამზირი №53.
  • წმ. გიორგის კარის ეკლესია. მეფე ერეკლე II-ის მოედანი №1; საქართველოს საპატრიარქოსთან.
  • ლომისის წმ. გიორგის ეკლესია. გლდანის მასივი, III-IV მ/რ შორის.
  • წმ. გიორგის ეკლესია. თემქის დასახლება, IX კვარტალი.
  • წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო სახლი. ვარკეთილი, სუხაშვილი ქუჩა.
  • წმ. გიორგის ეკლესია. ნორიოს აღმართის დასაწყისი (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე).
  • წმ. გიორგის ეკლესია, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონის ტერიტორიაზე.
  • წმ. გიორგის ეკლესია. გლდანის რაიონი, ქერჩის ქუჩა №22, უშიშროების აკადემიის ტერიტორიაზე.
  • კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია. ბეთლემის (ყოფ. აზიზბეკოვის) ქუჩა №7.
  • წმ. გიორგის ეკლესია, ორთაჭალის ციხის საავდმყოფოს ტერიტორიაზე.
  • წმ. გიორგის ეკლესია. ჭავჭავაძის გამზირი №75, ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელთან.
  • წმ. გიორგის ეკლესია. სოფ. დიღომი, ნაქულბაქევი.
  • წმ. გობრონ-მიქაელის ეკლესია. გორგასლის ქ. №89, საბადრაგო ბრიგადის ტერიტორიაზე.
  • წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია. ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში.
  • წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველის ეკლესია. რუისის ქუჩაზე (მეტეხის კლდე).
  • დიდუბის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. აკაკი წერეთლის გამზირი №44.
  • წმ. თამარ მეფის ეკლესია. დოლიძის ქუჩაზე.
  • ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესია. ნაძალადევის რაიონი, ეროსი მანჯგალაძის (ყოფილი თოფურიძის) ქ. №1.
  • წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია ელიას მთაზე.
  • წმ. ილია წინასწარმეტყველის (თეზბიტელის) ეკლესია. ა.ყაზბეგის ქუჩაზე .
  • წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია. მეფე ერეკლე II-ის მოედანი №1, საქართველოს საპატრიარქოში .
  • წმ. ილია მართლის სახელობის ეკლესია, აგრარული უნივერსიტეტის წინ.
  • წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. ლეო ქიაჩელის ქ. №21.
  • წმ. მართალი ლაზარეს ეკლესია. დიღომი, კინოსტუდიის ეზოში.
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესია („ლურჯი მონასტერი“) ლეო ქიაჩელის ქ. №25.
  • მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია.
  • წმ. მარინეს ეკლესია. არჩილ ჯორჯაძის №2, ქაშუეთის ეკლესიის I სართული.
  • მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. მეტეხის აღმართი №1.
  • წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია. დიმიტრი უზნაძის № 117.
  • წმ. მთავარანგელოზის ეკლესია. ნაძალადევი, მანჯგალაძის №1.
  • წმ. მირიანის და ნანას ეკლესია. მთაწმინდის რაიონი. ჩიტაძის ქ. №9.
  • წმ. მირიანის და ნანას ეკლესია. მუხიანის დასახლება IV მ/რ.
  • წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. უზნაძის ქ. №47.
  • წმ. მიხეილ ტვერელის ეკლესია. ზალდასტანიშვილის ქ. №36.
  • წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ორთაჭალა, გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელება.
  • წმ. ნიკოლოზ სახელობის ეკლესია. ნარიყალას ციხესიმაგრე.
  • წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. №7.
  • წმ. ნიკოლოზის ეკლესია. აეროპორტის დასახლება.
  • წმ. ნინოს ეკლესია. მთაწმინდის რაიონი, ჩიტაძის №9.
  • წმ. ნინოს ეკლესია. ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ. №32.
  • წმ. ნინოს ეკლესია. კუკია, ნორიოს აღმართი №36.
  • წმ. ნინოს სახელობის ეკლესია. ვაჟა-ფშაველას გამზირი №53.
  • წმ. ნინოს სახელობის ეკლესია. ორხევის დასახლება, ორხევის დასახლება, კობა აბზიანის ქ.
  • წმ. პანტელეიმონის ეკლესია. გ.რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) ქ. ვერის სასაფლაო.
  • წმ. პანტელეიმონის ეკლესია. ლილოს დასახლება.
  • წმ. პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია. ვაჟა-ფშაველას №27, რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს შენობა.
  • მოციქულთა თავთა წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია. ავლაბარი, წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაო.
  • წმ. სამების ეკლესია. მანჯგალაძის ქ. №6.
  • წმ. სამების ეკლესია. ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.
  • ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია. რუსთაველის გამზირისა და ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე.
  • წმ. ქეთევან წამებულის ეკლესია. ავჭალა. ჩიქანიას ქ. №27.
  • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია. თემქა, III მ/რ .
  • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია. შალვა ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი.
  • ღვთისმშობლის შობის ეკლესია. დ.უზნაძის ქ. №58 (ყოფილი კამოს) ქუჩა.
  • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ავჭალა, ყოფ. ბავშვთა კოლონია.
  • ყოველთა ქართველთა წმიდათა ეკლესია. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელ. ახვლედიანის აღმართი №8.
  • ყოველთა ქართველთა წმიდათ ეკლესია. დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის №8.
  • ცხრა კოლაელ ყრმათა ეკლესია. ვაზისუბნის დასახლება.
  • პატიოსანი ჯვრის ეკლესია („ჯვრისმამა“). იერუსალიმის ქ. №8/9; სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს.
  • კავთის წმ. დიდმოწამე გიორგის ეკლესია. სოფელი დიღომი.
  • წმ. გიორგის ეკლესია („მძლეთა“). წყნეთი.
  • წმ. გიორგის ეკლესია. გარდაბნის რაიონი სოფ. წინუბანი. მდ. ლოჭინის მარჯვენა ნაპირზე.
  • უძოს წმ. გიორგის ეკლესია. კოჯორი, უძოს მთა.
  • წმ. გიორგის ეკლესია. ზედაზნის მოპირდაპირე მთაზე.
  • წმ. დემეტრეს ეკლესია. მცხეთა, სოფ. კოდმანი.
  • წმ. ევსტათის ეკლესია. სოფ. ლისი.
  • წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის ეკლესია. სოფ. დიღომი, დიდგორის ქუჩა.
  • წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. სოფ. ნორიო.
  • კვირაცხოვლის ეკლესია (წმ. თომა მოციქულისა), სოფ. მარტყოფი.
  • კვირაცხოვლის ეკლესია. სოფ. წავკისი.
  • წმ. დიდმოწამე მარინეს ეკლესია. სოფ. დიღომი.
  • წმ. მარინეს ეკლესია. სოფ. წავკისი.
  • წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესია. სოფ. ნორიო.
  • წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესია. სოფ. მარტყოფი.
  • წმ. ნინოს ეკლესია. სოფ. ქვემო თელეთი.
  • წმ. ნინოს ეკლესია. სოფ. ქვემო თელეთი.
  • წმ. ნინოს ეკლესია. გარდაბნის რაიონი, სოფ. ახალსოფელი.
  • არმაზის წმ. ნინოს ეკლესია. მცხეთა, არმაზი, ა. გიორგობიანის ქუჩაზე.
  • წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია. სოფ. კოჯორთან.
  • წმ. პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის ეკლესია. ავჭალა, პეტრე მოციქულის მთა.
  • წმ. სამების ეკლესია. სოფ. წეროვანი.
  • წმ. სამების ეკლესია. სოფ. ძეგვი.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ქვემო წყნეთი.
  • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. მარტყოფი.
  • ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. სოფ. გარდაბანი.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ტაბახმელა.
  • ღმრთისმშობლის ეკლესია. სოფ. ლისი.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ნორიო.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. შინდისი.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. წავკისი.
  • ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. მცხეთის რაიონი.
  • კარის ღმრთისმშობლის ეკლესია. სოფ. ძეგვი.

მოქმედი მონასტრები

  • იოანე ზედაზნელის მამათა მონასტერი. ზედაზნის მთაზე (იღუმენი საბა, კუჭავა)
  • შავნაბადის წმ. გიორგის მამათა მონასტერი. ქვემო თელეთი, შავნაბადის მთა (არქიმანდრიტი შიო, გაბრიჭიძე)
  • შიომღვიმის მამათა მონასტერი. მცხეთა, სარკინის (სხალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე (არქიმანდრიტი მიქაელი, გაბრიჭიძე)
  • ჯვრის მონასტერი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან (იღუმენი კონსტანტინე, ჭინჭარაული)
  • „ღვთაების“ წმ. ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი. სოფ. მარტყოფიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ-ის მანძილზე (იალნოს მთა) (იღუმენი ბენიამინი, ბელქანია)
  • ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი. მდინარე ვერის ხეობაში, თბილისიდან დასავლეთით 17 კმ. მანძილზე (იღუმენი საბა, კუჭავა)
  • წმ. გიორგის მონასტერი. სოფ. თელეთი (იღუმენი ამბროსი, ჩომახიშვილი)
  • სამთავროს წმ. მოციქულთასწორის ნინოს მონასტერი. ქ. მცხეთა (იღუმენია ქეთევანი, კოპალიანი)
  • წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დედათა მონასტერი. ავჭალა, ბიჭვინთის ქ. №20. ტელ: 62-33-65 (დეკანოზი რევაზ სიხარულიძე)
  • ფერისცვალების დედათა მონასტერი. ავლაბარი, ფერისცვალების ქ. №7. ტელ: 74-28-23 (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)
  • წმ. ეკატერინეს დედათა მონასტერი. მცხეთა, რკინიგზის სადგურის პირდაპირ ხეობაში (იღუმენია პელაგია)
  • ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. სოფ. მარტყოფი (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)

წყარო

იხილეთ აგრეთვე