რამაზ ჩხიკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.241.78.118-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Alsandro-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 48: ხაზი 48:
# [[1990]] — თეთრი ბაირაღები
# [[1990]] — თეთრი ბაირაღები
# [[1990]] — კედელი
# [[1990]] — კედელი
# [[1991]] — ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
# [[1991]] — [[ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში]]
# [[1992]] — აღმოსავლური რომანი
# [[1992]] — აღმოსავლური რომანი
# [[1993]] — [[ზნედაცემული ანგელოზი (ფილმი)|ზნედაცემული ანგელოზი]]
# [[1993]] — [[ზნედაცემული ანგელოზი (ფილმი)|ზნედაცემული ანგელოზი]]

15:08, 9 დეკემბერი 2009-ის ვერსია

რამაზ ჩხიკვაძე

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე (დ. 28 თებერვალი, 1928, თბილისი), ქართველი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1980).

ბიოგრაფია

1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.

როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიზვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), თედო (მ ელიოზიშვილის"ბებერი მეზურნეები" ), ფადინარი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", აზდაკი, ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", რიჩარდ მესამე, შექსპირის "რიჩარდ მესამე", მოხუცი რეჟისორი რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა). ამ წარმოდგენებში მხატვრულ ხერხად გამოყენებულია ყოფითისა და პათეტიკის, რეალურისა და პირობითის დაპირისპირება, მოვლენების მოულოდნელი პერიფრაზირება, მეტაფორული აზროვნება, რასაც მსახიობი აღწერს განსჯისა (ფსიქოლოგიური განცდის საპირისპიროდ) და სრულყოფილი აქტიორული ხელოვნების მეშვეობით. ჩხიკვაძე გარდასახვასთან ერთად სცენაზე გვიჩვენებს თავის დამოკიდებულებას გმირისადმი. ჟესტიკულაციით, პოზითა და მეტყველების მანერით იგი ზუსტ ასოციაციურ მინიშნებას აღწევს. ამ როლებმა ჩხიკვაძეს მსოფლიო აღიარება მოუპოვა. გადაღებულია კინოფილმებში: "ლონდრე" (დიამბეგი, 1963), "ჩირიკი და ჩიკიტელა" (გიტარა-მაიორი, 1975), "ნატვრის ხე" (მღვდელი, 1977), "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვა. სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

  • ნინიკაშვილი კ., ქსე, ტ. 11, გვ. 177-178, თბ., 1987


ფილმოგრაფია

  1. 1954 — ჭრიჭინა
  2. 1957 — მოცარტი და სალიერი
  3. 1957 — ეთერის სიმღერა
  4. 1959 — დღე უკანასკნელი, დღე პირველი
  5. 1959 — სად არის შენი ბედნიერება
  6. 1962 — წარსული ზაფხული
  7. 1962 — თხუნელა
  8. 1967 — ვედრება
  9. 1969 — ფილატელისტის სიკვდილი
  10. 1970 — ძველი წისქვილები
  11. 1971 — ყელსაბამი ჩემი საყვარელისთვის
  12. 1971 — ნუცა
  13. 1973 — ვერის უბნის მელოდიები
  14. 1973 — ნერგები
  15. 1973 — მთვარის მოტაცება
  16. 1973 — ისტორიკოსები
  17. 1975 — ერთი ნახვით შეყვარება
  18. 1975 — ჩირიკი და ჩიკოტელა
  19. 1976 — გაქცევა გამთენიისას
  20. 1976 — ქალაქი ანარა
  21. 1976 — ნამდვილი თბილისლები დასხვები
  22. 1977 — ნატვრის ხე
  23. 1977 — სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
  24. 1977 — რაჭა, ჩემი სიყვარული
  25. 1978 — სასწრაფო გამოძახება
  26. 1979 — დიუმა კავკასიაში
  27. 1979 — სანტა ესპერანსა
  28. 1981 — გზა შინისაკენ
  29. 1981 — ხელები მაღლა!
  30. 1985 — გამარჯვება
  31. 1985 — სადაზღვევო აგენტი
  32. 1988 — ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
  33. 1989 — ხოჯა ნასრედინის დაბრუნება
  34. 1990 — დაისი
  35. 1990 — თეთრი ბაირაღები
  36. 1990 — კედელი
  37. 1991ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
  38. 1992 — აღმოსავლური რომანი
  39. 1993ზნედაცემული ანგელოზი
  40. 1996 — შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი
  41. 2004 — შავი პრინცი