აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: is:Aþos
ხაზი 45: ხაზი 45:
[[hu:Athosz-hegy]]
[[hu:Athosz-hegy]]
[[io:Athos]]
[[io:Athos]]
[[is:Aþos]]
[[it:Repubblica del Monte Athos]]
[[it:Repubblica del Monte Athos]]
[[ja:アトス山]]
[[ja:アトス山]]

15:21, 4 დეკემბერი 2009-ის ვერსია

ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 454
ინგლ.რუს.ფრ.

აიონ-ოროსი (ბერძნ. Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), ათონი, ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ათონი (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო აქტე. ძვ. წ. 480 საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.

VIII საუკუნის ბოლოს ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე "ათო" დაუფუძნებიათ. შემდეგ არაბთა თავდასხმების შედეგად აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — "დიდი ლავრა" აქ 963 წელს ააგო ათანასე ათონელმა. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და ათონის ივერთა მონასტერი. ბერძნებსა და ქართველებს გარდა აქ მონასტრები ააშენეს სერბებმა (ხილანდარი), ბულგარელებმა (ზოგრაფუ), რუსებმა (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, 1961 კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.). ბიზანტიის იმპერიის დაცემის ხანაში, კერძოდ, თესალონიკეს დაცემის შემდეგ (1430) აიონ-ოროსი ოსმალებმა დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. I მსოფლიო ომის შემდეგ აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია კარიასი (X საუკუნიდან). აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
  • Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
  • Натроев А., Иверский монастырь на Афоне, Тфл., 1909;
  • Успенский П., История Афона, ч. 1—3, К., 1977;
  • Bies J., Mont Athos, P., 1963;
  • Le millenire du mont Sthos, 963—1963, Etudes et melanges, t. 1—2, (Chevetogne), 1963—1964;
  • Sherrard Ph., Athos the mountain of silence, Osf., (Toronto), 1960

ინტერნეტ რესურსები

ათონის მთის ვებ გვერდი

თარგი:Link FA