დონეცკის ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
ბოტის დამატება: crh:Donetsk vilâyeti
(განსხვავება არ არის)

13:08, 29 ნოემბერი 2009-ის ვერსია

დონეცკის ოლქი (უკრ. Донецька область) არის ოლქი აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი დედაქალაქია დონეცკი.

ოლქის აღსანიშნავი ქალაქებია: სლავიანსკი, გორლოვკა, კრამატორსკი, მაკეევკა, მარიუპოლი, ემაკოევო.

  • დედაქალაქი - 1 (დონეცკი)
  • რაიონები — 18
  • დასახლებები — 1,283
    • სოფლები — 1,124
    • ქალაქები — 159

დემოგრაფია

2004 წლის მონაცემებით, დონეცკის ოლქის მოსახლეობა შეადგენს 4.7 მილიონ მოსახლეს, რომელიც უკრაინის სრული მოსახლეობის 10%–ია. დონეცკის ოლქი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ქვეყანაში.

2001 წლის აღწერით, დონეცკის ოლქში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: უკრაინელები — 2,744,100 (56.9%), რუსები — 1,844,400 (38.2%), ბერძნები - 77,500 (1.61%), ბელარუსები — 44,500 (0.92%), ყირიმელი თათრები — 19,200 (0.4%), სომხები — 15,700 (0.33%), და ებრალები - 8,800 (0.18%).[3]

2001 წლის აღწერით ოლქში მცხოვრები მოსახლეობის 74.9% ლაპარაკობს რუსულ ენაზე, 24.1% – უკრაინულ ენაზე, ხოლო 0.13% – სომხურ ენაზე.