ბოლცანოს პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 84: ხაზი 84:


ბოლცანოს (919 წლამდე – სამხრეთი ტიროლი) ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა [[ავსტრია|ავსტრიასთან]]. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს [[ავსტრიელები|ავსტრიელად]] მიიჩნევს. ბოლცანოს პარლამენტის თავმჯდომარის, [[ლუის დურნვალდერი|ლუის დურნვალდერის]] მტკიცებით, ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა ავსტრიელ ერის ნაწილს წარმოადგენს. ეს განცხადება მან ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ORF-ს ეთერში გააკეთა. ლუის დურნვალდერის განცხადებით ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც [[იტალია|იტალიაში]] ცხოვრობს. იმავე აზრისაა ÖVP-ს პოლიტიკოსი [[ანდრეას კოლი]].<br>
ბოლცანოს (919 წლამდე – სამხრეთი ტიროლი) ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა [[ავსტრია|ავსტრიასთან]]. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს [[ავსტრიელები|ავსტრიელად]] მიიჩნევს. ბოლცანოს პარლამენტის თავმჯდომარის, [[ლუის დურნვალდერი|ლუის დურნვალდერის]] მტკიცებით, ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა ავსტრიელ ერის ნაწილს წარმოადგენს. ეს განცხადება მან ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ORF-ს ეთერში გააკეთა. ლუის დურნვალდერის განცხადებით ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც [[იტალია|იტალიაში]] ცხოვრობს. იმავე აზრისაა ÖVP-ს პოლიტიკოსი [[ანდრეას კოლი]].<br>
ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: '''**გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად [[ავსტრია|ავსტრიას]] ეკუთვნოდეს**'''. [[2008]] წელს, [[იტალია|იტალიის]] ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი ''უცხოეროვან სახელმწიფოდ'' მოიხსენია. <br>
ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: '''„გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად [[ავსტრია|ავსტრიას]] ეკუთვნოდეს“'''. [[2008]] წელს, [[იტალია|იტალიის]] ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი ''უცხოეროვან სახელმწიფოდ'' მოიხსენია. <br>
მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან.
მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან.



20:38, 27 ნოემბერი 2009-ის ვერსია

ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია (1919 წლამდე სამხრეთ ტიროლი ), (Autonome Provinz Bozen; იტალ.: Provincia Autonoma di Bolzano) არის იტალიის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია, რომელიც მხარე ტრენტინოსთან ერთად ქმნის ტრენტინო-სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ რეგიონს.

სამხრეთ ტიროლს აქვს ავტონომიის სტატუსი, მისი დედაქალაქია ბოლცანო.

სახელწოდება სამხრეთ ტიროლი მე-19-ე საუკუნედან იხმარება. 1972 წლამდე რეგიონის სახელი Tiroler Etschland იყო.

ენა და მოსახლეობა

მოსახლეობის 2/3-ზე მეტი გერმანულენოვანია, 1/4-იტალიური, ხოლო რეგიონის 4 პროცენტი ლადინურად საუბრობს.

სამხრეთ ტიროლში ოფიციალური ენებია: გერმანული და იტალიურია. იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში (Bozen, Leifers, Meran, Brixen) ცხოვრობს.

სამხრეთ ტიროლის მოსახლეობა 1880 წლიდან 2001 წლამდე.
ენა 1880 1890 1900 1910 1921 1961 1971 1981 1991 2001
გერმანული 90,6 % 89,0 % 88,8 % 89,0 % 75,9 % 62,2 % 62,9 % 64,9 % 65,3 % 64,0 %
იტალიური 3,4 % 4,5% 4,0% 2,9% 10,6% 34,3% 33,3% 28,7% 26,5% 24,5%
ლადინური 4,3% 4,3% 4,0% 3,8% 3,9% 3,4% 3,7% 4,1% 4,2% 4,0%
სხვა 1,7% 2,3% 3,2% 4,3% 9,6% 0,1% 0,1% 2,2% 4,0% 7,4%

სამხრეთ ტიროლელთა იდენტობა

სამხრეთი ტიროლი არ არის იტალია, ბანერი ავსტრია-იტალიის საზღვარზე

ბოლცანოს (919 წლამდე – სამხრეთი ტიროლი) ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა ავსტრიასთან. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს ავსტრიელად მიიჩნევს. ბოლცანოს პარლამენტის თავმჯდომარის, ლუის დურნვალდერის მტკიცებით, ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა ავსტრიელ ერის ნაწილს წარმოადგენს. ეს განცხადება მან ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ORF-ს ეთერში გააკეთა. ლუის დურნვალდერის განცხადებით ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. იმავე აზრისაა ÖVP-ს პოლიტიკოსი ანდრეას კოლი.
ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად ავსტრიას ეკუთვნოდეს“. 2008 წელს, იტალიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი უცხოეროვან სახელმწიფოდ მოიხსენია.
მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან.

რელიგია

ბოლცანოს მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.

ისტორია

შუა საუკუნეებში ბოლცანო (სამხრეთ ტიროლი) გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. 1363 წლიდან იგი ჰაბსბურგების დინასტიის მართველობაში მოექცა. 1810 წელს სამხრეთ ტიროლი და რეგიონი ტრენტინო გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში. 3 წლის შემდეგ,1813 წელს ავსტრიამ უკან დაიბრუნა ტიროლი. 1919 წელს,1–ელი მსოფლიო ომის შემდეგ ტიროლი იტალიის მიერ იქნა ანექსირებული. 1922 წლიდან გერმანულენოვანი მოსახლეობის მიმართ ტიროლში რეპრესიები დაიწყო,1943 წელს კი ტიროლის მოსახლეობის 25%-მა საკუთარი სახლები დატოვა და თავი ავსტრიას შეაფარა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ ტიროლს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. იტალიის მთავრობამ ბოლცანოში იტალიელი მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო,რის შემდეგაც მათმა რიცხვმა თითქმის 1/3-ს მიაღწია.

პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამხრეთ ტიროლში ყველაზე ძლიერი პარტია არის სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP = Südtiroler Volkspartei), რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს. სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიას 1945 წლიდან პარლამენტში ადგილთა უმრავლესობა უჭირავს.
გარდა სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიისა, გერმანულენოვანი პარტიებია: სამხრეთ ტიროლის კავშირი, სამხრეთ ტიროლელთა თავისუფლება, დამოუკიდებლები. იტალიურენოვან პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი „თავისუფლების ხალხი“ (Popolo della Libertà).
მწვანეები სამივე ენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ.

პარლამენტი

ბოლცანოს პარლამენტში 35 პარლამენტარია,რომლებიც ყოველ 5 წელში ერთხელ აირჩევიან.ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.

პარტია არჩევნებში მიღებული ხმები მანდატი
სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP)

გერმანულენოვანი და ლადინური

48,1% 18
დამოუკიდებლები

გერმანულენოვანი

14,3% 5
Popolo della Libertà (PDL)

იტალიურენოვანი

8,3% 3
Partito Democratico (PD)

იტალიურენოვანი

6,0% 2
მწვანეები

სამივე ენის წარმომადგენლები

5,8% 2
სამხრეთ ტიროლელების თავისუფლება

გერმანულენოვანი

4,9% 2
კავშირი სახმრეთ ტიროლისათვის (UfS)

გერმანულენოვანი

2,3% 1
Lega Nord

იტალიურენოვანი

2,1% 1
Unitalia

იტალიურენოვანი

1,9% 1



Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige

Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige,სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი,რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა,რისი მიზანიც იყო,გადარქმეოდა სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას სახელები გერმანულიდან,ლადინურიდან იტალიურზე.ეს იყო გამიზნული ქმედება იტალიის ფაშისტური პოლიტიკისა,რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას.უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა,რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული,ავსტრიული ისტორიის ნაწილი. ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო,რომელიც ეტორე ტოლომეის სახელს უკავშირდება.1916 წელს,ერთი წლის შემდეგ,რაც იტალია 1–ელ მსოფლიო ომში ჩაერთო,შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით,(მასში აქტიურობდნენ ასევე პროფესორი ეტორე დე ტონი და ბიბლიოთეკარი ვიტორიო ბარონჩელი),რომელსაც მომავალში დასაპყრობი მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა.40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12,000 გერმანულენ დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები.1923 წელს,4 წლის შემდეგ,რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა,სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება.მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ისევ გერმანული სახელების ხმარება,მაგრამ დღემდე ხდება სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის იტალიური სახელწოდებებით მოხსენება.


იტალიანიზაციის მაგალითები
გერმანული სახელი იტალიური თარგმანი
Bozen Bolzano
Meran Merano
Sterzing Vipitenum
Brenner Brennero
Moos Moso
Grünsee Lago Verde
Gossensaß Colle Isarco

ტურიზმი და ეკონომიკა

Rosengarten


ტურიზმი ბოლცანოს ეკომიკაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ბოლცანოს კურორტები განსაკუთრებით ცნობილი გახდა ზამთრის სპორტული ცენტრების არსებობის გამო.ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრები ბიატლონში,თხილამურებით შეჯიბრში,ბობსლეიში,სკელეტონში და ა.შ.

2007 წლის მონაცემებით ბოლცანოს მოსახლეობის მხოლოდ 2,4% უმუშევარი(2,0% მამაკაცებში; 3,0% ქალებში). BIP ერთ სულ მოსახლეზე არის 31,700 €,რითიცი ბოლცანო ეკონომიურად იტალიის ყველაძე ძლიერ პროვინციად ითვლება. შესადარებლად:მუშა ბოლცანოში იღებს წლიურად 1000€-თი ნაკლებს,ვიდრე ტიროლში(ავსტრიაში).ორშვილიანი ოჯახი საშუალოდ ტიროლში(ავსტრია) 2.497 ევროთი მეტს იღებს,ვიდრე სამხრეთ ტიროლში(იტალია). ბოლცანოს მკვიდრთათვის თვიური პენსია საშუალოდ 734€,ხოლო ტიროლში ის 950€-ს აღწევს. 15-24 წლის ახალგაზრდების 7,2% დაუსაქმებელია,რაც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

რესურსები ინტერნეტში