სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატება
ხაზი 3: ხაზი 3:
სათავადო ფეოდალური სახლების გარკვეული პრინციპით გაერთიანების (გაუყრელობა, შეყრილობა, ფიცით გაერთიანება...) საფუძველზე აღმოცენდა. სათავადოში გაერთიანებულმა მსხვილმა ფეოდალებმა მიიტაცეს ყოფილი სამეფო-სახასო ან მათთვის საგამგებლოდ ([[საერისთავო]], [[საციხისთავო]] და ა. შ.) გადაცემული მიწები, დაიქვემდებარეს [[აზნაური|აზნაურები]] და სახელმწიფო-სახასო ყმა გლეხები, შექმნეს მმართველობისა და ყმა გლეხთა ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საკუთარი აპარატი (მოხელეები, მხლებელ-მოლაშქრენი) და ამით დაუპირისპირდნენ ცენტრალური მმართველობის სისტემას, სამეფო ხელისუფლებას.

ერთიან საქართველოში (XI-XIII საუკუნის I ნახევარი), ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის, მეფის ხელისუფლების ძლიერების პირობებში, ასეთი ფეოდალური ინსტიტუტის არსებობისათვის საფუძველი არ არსებობდა. სათავადო სამფლობელო-მამული ხანგრძლივი, რთული პროცესის შედეგად იყო შექმნილი. მასში შედიოდა ნაწყალობევი, ნაჯილდოები, ნამზითვი, მინატაცები („ხმლით ნაშოები“) და სხვა სახის ყმა-მამული. სათავადოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ყოფილი სახელმწიფო-სახასო მამულები, რომლებიც ადრე ამა თუ იმ ფეოდალს ჰქონდა გადაცემული სამფლობელოდ ან საგამგებლოდ. ნაწილი სათავადოებისა ყოფილი საერისთავოების ბაზაზე ჩამოყალიბდა ([[ქსნის საერისთავი|ქსნის]], [[არაგვის საერისთავო|არაგვის]], [[რაჭის საერისთავო|რაჭის]] და სხვა „საერისთავო“-სათავადოები). აქაც ამ ყოფილმა მოხელე-ფეოდალებმა სახელმწიფო-სახასო მიწები მიისაკუთრეს.

სათავადოში მიწისმფლობელობის 3 ძირითადი ფორმა არსებობდა:
*სახასო ან საერთო მამული,
* საუფლისწულო
*სათავისთაო

სახასო ეწოდებოდა სათავადოს სამფლობელოს ნაწილს, რომელიც სათავადოში შემავალი ოჯახების საერთო მფლობელობაში იყო. სახასი მამულს განაგებდა თავადი სხვა სახლიკაცებთან შეთანხმებით. აქედან მიღებული შემოსავლიდან აძლევდნენ ისინი „სახელმწიფო ხარჯს“, დანარჩენს კი ოჯახებს შორის იყოფდნენ. თავადს სახასო შემოსავლიდან შემოსავლის 2 წილი ეკუთვნოდა („საუფროსო“), დანარჩენ ოჯახებს — თითო წილი („საუმცროსო“).
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

13:50, 24 ნოემბერი 2009-ის ვერსია

სათავადო, მსხვილი ფეოდალური მიწისმფლობელობისა და ფეოდალთა იერარქიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის გარკვეული ფორმა XV-XVIII საუკუნეების საქართველოში. აღმოცენდა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა-დაქვეითების, ყმა გლეხთა ექსპლოატაციის ზრდის, კლასობრივი ბრძოლის კიდევ უფრო გამწვავების, მსხვილ ფეოდალთა შეუვალობის (იმუნიტეტის) გაფართოებისა და ცალკე - თავადთა წოდებად ჩამოყალიბების პირობებში. სათავადოების აღმოცენება შესაძლებელი და გარკვეულად აუცილებელი შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხოელ დამპყრობთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად ქვეყანა ეკონომიკურად დაეცა, უკიდურესად შესუსტდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება, სამეურნეო დეგრადაციამ გამოიწვია საქართველოს ცალკეულ კუთხეებს შორის ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობის შეწყვეტა, ქვეყანაში გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, დასუსტებული სახელმწიფო და მეფის ხელისუფლება ვეღარ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას — მორჩილებაში ჰქოლოდა ყმა გლეხობა, ქვეყანაში დაეცვა ფეოდალური წესრიგი.

სათავადო ფეოდალური სახლების გარკვეული პრინციპით გაერთიანების (გაუყრელობა, შეყრილობა, ფიცით გაერთიანება...) საფუძველზე აღმოცენდა. სათავადოში გაერთიანებულმა მსხვილმა ფეოდალებმა მიიტაცეს ყოფილი სამეფო-სახასო ან მათთვის საგამგებლოდ (საერისთავო, საციხისთავო და ა. შ.) გადაცემული მიწები, დაიქვემდებარეს აზნაურები და სახელმწიფო-სახასო ყმა გლეხები, შექმნეს მმართველობისა და ყმა გლეხთა ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საკუთარი აპარატი (მოხელეები, მხლებელ-მოლაშქრენი) და ამით დაუპირისპირდნენ ცენტრალური მმართველობის სისტემას, სამეფო ხელისუფლებას.

ერთიან საქართველოში (XI-XIII საუკუნის I ნახევარი), ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის, მეფის ხელისუფლების ძლიერების პირობებში, ასეთი ფეოდალური ინსტიტუტის არსებობისათვის საფუძველი არ არსებობდა. სათავადო სამფლობელო-მამული ხანგრძლივი, რთული პროცესის შედეგად იყო შექმნილი. მასში შედიოდა ნაწყალობევი, ნაჯილდოები, ნამზითვი, მინატაცები („ხმლით ნაშოები“) და სხვა სახის ყმა-მამული. სათავადოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ყოფილი სახელმწიფო-სახასო მამულები, რომლებიც ადრე ამა თუ იმ ფეოდალს ჰქონდა გადაცემული სამფლობელოდ ან საგამგებლოდ. ნაწილი სათავადოებისა ყოფილი საერისთავოების ბაზაზე ჩამოყალიბდა (ქსნის, არაგვის, რაჭის და სხვა „საერისთავო“-სათავადოები). აქაც ამ ყოფილმა მოხელე-ფეოდალებმა სახელმწიფო-სახასო მიწები მიისაკუთრეს.

სათავადოში მიწისმფლობელობის 3 ძირითადი ფორმა არსებობდა:

  • სახასო ან საერთო მამული,
  • საუფლისწულო
  • სათავისთაო

ლიტერატურა