ემბიენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Ambient-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს 188.169.59.208-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
წინ ვერსიის აღდგენა
ხაზი 2: ხაზი 2:

{{ინფოდაფა მუსიკალური მიმდინარეობა
{{ინფოდაფა მუსიკალური მიმდინარეობა
| სახელი = ემბიენთი
| სახელი = ემბიენტი
| ფერი = black
| ფერი = black
| ფონი = white
| ფონი = white
| ჟანრობრივი_წარმომავლობა = XX საუკუნის კლასიკური მუსიკა
[[ელექტრონული მუსიკა]]
[[მინიმალისტური მუსიკა]]
[[ქრაუთ როკი]]
[[სფეის როკი]]
| ჟანრობრივი_წარმომავლობა = XX საუკუნის კლასიკური მუსიკა
[[ელექტრონული მუსიკა]]
[[მინიმალისტური მუსიკა]]
[[კრაუტ როკი]]
[[სპეის როკი]]
| კულტურული_წარმომავლობა = 1970-იანი წლები, [[ბრიტანეთი]]
| კულტურული_წარმომავლობა = 1970-იანი წლები, [[ბრიტანეთი]]
| ინსტრუმენტები =  ელექტრონული ინსტრუმენტები, ელექტროაკუსტიკური ინსტრუმენტები და სხვა ინსტრუმენტები, მათ შორის - ხალხური ინსტრუმენტები ელექტრონული დანამატებით
| ინსტრუმენტები =  ელექტრონული ინსტრუმენტები, ელექტროაკუსტიკური ინსტრუმენტები და სხვა ინსტრუმენტები, მათ შორის - ხალხური ინსტრუმენტები ელექტრონული დანამატებით
| პოპულარობა =
| პოპულარობა =
| წარმოშობილი_მიმდინარეობები = [[ემბიენთ ჰაუსი]] - [[ემბიენთ ტექნო]] - [[ნიუ ეიჯი]] - [[ჩილ აუტი]] - [[დაუნტემპო]]
| წარმოშობილი_მიმდინარეობები = [[ემბიენტ ჰაუსი]] - [[ემბიენტ ტექნო]] - [[ნიუ ეიჯი]] - [[ჩილ აუტი]] - [[დაუნტემპო]]
| ქვეჟანრების_სია = [[ბნელი ემბიენტი]] - [[Drone music]] - [[Lowercase (music)|Lowercase]] - [[შავი ემბიენტი]]
| ქვეჟანრების_სია = [[ბნელი ემბიენტი]] - [[Drone music]] - [[Lowercase (music)|Lowercase]] - [[შავი ემბიენტი]]
| ქვეჟანრები = :კატეგორია:ემბიენტი
| ქვეჟანრები = :კატეგორია:ემბიენტი

12:50, 23 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

ინგლისური ლექსიკონის თანახმად სიტყვა “ambience” არსებით ფორმაში არის ადგილი (სადაც თქვენ იმყოფებით) რომელიც გვაიძულებს შევიგრძნოთ სიტუაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის ის რაც გვაძლევს იმის უნარს რომ შევიგრძნოთ საკუთარი თავი მოცემულ დროს, მოცემულ ადგილას. ასე რომ ტერმინი “ambient music” ისევ ლექსიკონის თანახმად ნიშნავს - ნელ ელექტრონულ მუსიკას რომელსაც უსმენენ როდესაც დასვენება სურთ ანუ პირდაპირი სიტყვებით “slow electronic music that you listen when you want to relax” და ეს სიტყვებიც არცისე პირდაპირია რადგანაც ემბიენტი არ არის აუცილებელი რომ ნელი იყოს , სულ არაფერია სათქმელი იმაზე რაც ყველას მოგვეხსენება : ყველა ხომ თავისებურად აღიქავს იმას თუ რა არის “ნელი” და რა არის “ჩქარი” ამიტომ ამ მუსიკის მოსმენა შესაძლებელია ყველგან, დამოკიდებულია მსმენელზე. ეს მუსიკა პირველად შემოთავაზებულ იქნა ინგლისელი მუსიკოსის, თეორეტიკის და საუნდდიზაინერის ბრაინ ინოს (Brian Eno) მიერ გასული საუკუნის 70–ანების დასაწყისში. ამ ტერმინით მან ახსწერა მუსიკა, რომლის მოსმენაც მისივე სიტყვებიდან გამომდინარე “შესაძლებელია ძალიან დაკვირვებით , მაგრამ ასეთივე წარმატებით შესაძლებელია მისი იგნორირებაც “ ამგვარად მას მიაკუთვნეს სტატუსი ემბიენტ მუსიკის ფუძემდებლის. მაგრამ ყველაფერს თავის სახელი რომ დავარქვათ, მისი ეს როლი ცოტა გაზვიადებულიც არის რადგან ამგვარი მუსიკა მანამდე უკვე არსებობდა, ვითარდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა რაიმე აღებული სახელწოდება და კონცეფცია , ინო კი იყო ალბათ უფრო პოპულარიზატორი, ვიდრე გამომგონებელი ან ჩამომყალიბებელი. და რა არის მაინც ეს “ambient”?

ეს არის მუსიკალური სურათები , რომლებიც ქმნიან განწყობას. აღსანიშნავია ისიც რომ ერთი და იგივე ემბიენტ კომპოზიცია ყოველ მოსმენაზე სხვაგვარად ჟღერს. სწორედ ეს არის ამ მუსიკის დამახასიათებელი ნიშანი. რადგანაც იგი საკმაოდ აბსტრაქტულია. ის შექმნილია სწორედ იმისთვის რომ დაგვეხმაროს დავინახოთ ის გამოსახულება რომელიც ჩვენ მოცემულ დროში გვაწყობს: დამაწყნარებელი, ენერგიული, ფანტასტიკური, რეალური თუ პირიქით. ერთ შემთხვევაში ამ მუსიკას შეუძლია ძილი მოანდომოს ადამიანს , სხვა შემთხვევაში შესაძლებელია გონებრივი ტონუსის ამაღლება და ყურადღების კონცენტრაცია გამოიწვიოს.

“Ambient” ისეთი ცვალებადია რომ უკვე დიდი ხანია გასცდა იმ ჩარჩოებს რომელიც 70-ანებში ინომ შემოგვთავაზა. დღევანდელ რეალობაში თვითონ ემბიენტს გააჩნია საკუთარი მიმდინარეობები : Ambient dub, Ambient house, Ambient techno, Dark ambientდა ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ ეს მიმართულებები ერთმანეთისგან განსხვავდება მათ მაინც აერთიანებს ერთი რამ ეს არის სიტყვა “ambient“, ატმოსფერო სადაც ადამიანი პოულობს იმას, რაც მისთვის აუცილებელია, რაც მას დაეხმარება და რის გარეშეც ის ცუდად გრძნობს თავს.