ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: hr:Odessa; cosmetic changes
ბოტის შეცვლა: hr:Odesa
ხაზი 80: ხაზი 80:
[[fr:Odessa]]
[[fr:Odessa]]
[[he:אודסה]]
[[he:אודסה]]
[[hr:Odessa]]
[[hr:Odesa]]
[[hu:Odessza]]
[[hu:Odessza]]
[[hy:Օդեսսա]]
[[hy:Օդեսսա]]

09:53, 22 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

ოდესა - Одеса
ოდესის ემბლემა   
რუქა
ქალაქის მდებარეობა უკრაინის რუქაზე
სტატისტიკა
ქვეყანა: უკრაინა
ოლქი: ოდესის ოლქი
კოორდ.: 46°28′N 30°44′E
ფართობი: 163.0 კმ²
მოსახლეობა: ურბანული 1,012,500 (2004)
სიმჭიდროვე: 6.198 ად./კმ²
დაფუძნდა: 1794
სატ. კოდი:

+380 48
ქალაქის მერი: ედვარდ გურვიცი
ოფიც. ვებ-გვერდი: [1]
პოტიომკინის საფეხურები
პოტიომკინის საფეხურები (აშენდა 1834–1841),
ცნობილი სერგეი ეიზენშტეინის
გახმაურებული ფილმიდან "ჯავშნოსანი პოტიომკინი"

ოდესა (უკრ.: Одеса, Odesa; რუს.: Одесса) ქალაქია სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.

ოდესა 1819-1858 წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. 2000 წლის 1 იანვარს ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.

ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. თურქეთის მიერ დარდანელის სრუტესა და ბოსფორზე კონტროლის დაწესებამ ნატოს შესაძლებლობა მისცა ოდესიდან ხმელთაშუა ზღვაზე მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და იუჟნი (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ილიჩევსკი, იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.

ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვინემ რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.

რესურსები ინტერნეტში