სადროშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სადროშო''', სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული[[ ფეოდალური საქ...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სადროშო''', სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული[[ ფეოდალური საქართველო|ფეოდალურ საქართველოში]]. სადროშოდან გამოყვანილი [[ჯარი]] ბრძოლის დროს ერთ სამხედრო-ტაქტიკურ შენაერთს ქმნიდა, რომელსაც ასევე სადროშო ეწოდებოდა. სადროშო ერთ [[სარდალი|სარდალს]] ექვემდებარებოდა, მის სიმბოლურ ნიშანს [[დროშა]] წარმოადგენდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის არსებობის პერიოდში (XI-XV საუკუნეები) 4 მსხვილი სადროშო იყო:
'''სადროშო''', სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული [[ ფეოდალური საქართველო|ფეოდალურ საქართველოში]]. სადროშოდან გამოყვანილი [[ჯარი]] ბრძოლის დროს ერთ სამხედრო-ტაქტიკურ შენაერთს ქმნიდა, რომელსაც ასევე სადროშო ეწოდებოდა. სადროშო ერთ [[სარდალი|სარდალს]] ექვემდებარებოდა, მის სიმბოლურ ნიშანს [[დროშა]] წარმოადგენდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის არსებობის პერიოდში (XI-XV საუკუნეები) 4 მსხვილი სადროშო იყო:
*მეწინავე - სამხრეთ საქართველო;
*მეწინავე - სამხრეთ საქართველო;
*მემარჯვენე - დასავლეთ საქართველო;
*მემარჯვენე - დასავლეთ საქართველო;

12:02, 16 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

სადროშო, სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში. სადროშოდან გამოყვანილი ჯარი ბრძოლის დროს ერთ სამხედრო-ტაქტიკურ შენაერთს ქმნიდა, რომელსაც ასევე სადროშო ეწოდებოდა. სადროშო ერთ სარდალს ექვემდებარებოდა, მის სიმბოლურ ნიშანს დროშა წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის არსებობის პერიოდში (XI-XV საუკუნეები) 4 მსხვილი სადროშო იყო:

  • მეწინავე - სამხრეთ საქართველო;
  • მემარჯვენე - დასავლეთ საქართველო;
  • მემარცხენე - ქართლის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციები, ძირითადად ჰერეთ-კახეთი;
  • მეფის სადროშო - შიდა ქართლი. აქედან გამოყვანილ ჯართან ერთად გამოდიოდა როქის სპაც.

ამ მსხვილ სადროშოებში შედიოდნენ უფრო მცირე სადროშოები - საერისთავოები. ერისთავს, როგორც თავისი საერისთავოდან გამოყვანილი ჯარის სარდალს, განსაკუთრებული დროშა ებარა. საქართველოს ამირსპასალარის განკარგულებაში იყო 12 დროშა. თითოეულ სადროშოში შედიოდა 1000 კაცი. მცირე სადროშოების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, თითოეული საერისთავოდან გამოყვანილი ლაშქრის რაოდენობაც ყოველთვის ერთნაირი (1000 კაცი) არ იყო. ყველა სადროშოდან ერთიანად ჯარის გამოყვანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდებოდა - დიდი საფრთხის ან რომელიმე გადამწყვეტი ბრძოლის წინ (შამქორის, ბასიანის, გარნისისა და სხვა ბრძოლები).

ცალკეულ შემთხვევებში ჯარი გამოჰყავდათ ან მონაპირე საერისთავოებიდან, ან ერთი რომელიმე სადროშოდან. ჯარის შეკრება ერთიანი მობილიზაციის დროს საქართველოს ყველა კუთხიდან საკმაოდ სწრაფად ხდებოდა. ბრძოლის დროს თითოეულ სადროშოს, როგორც დიდს, ისე მცირეს, გარკვეული ფუნქციები ეკისრებოდა ტაქტიკური მანევრების განხორციელების მიზნით. უფრო ხშირად ბრძოლას მეწინავე სადროშო იწყებდა, შემდეგ სარდლობის ჩანაფიქრისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ბრძოლაში ჩაებმოდნენ მემარჯვენე ან მემარცხენე სადროშოები, ხოლო მეფის სადროშო მარქაფში იყო და ჩაებმებოდა ბრძოლაში, სადაც გაჭირვება მოითხოვდა. ბრძოლას მეფის სადროშო ამთავრებდა.

ლიტერატურა