მარგალიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az, ca, et, hi, kv, mk, sah წაშლა: bpy შეცვლა: eo
ბოტის დამატება: ml:മുത്ത്
ხაზი 36: ხაზი 36:
[[lt:Perlas]]
[[lt:Perlas]]
[[mk:Бисер]]
[[mk:Бисер]]
[[ml:മുത്ത്]]
[[ms:Mutiara]]
[[ms:Mutiara]]
[[nl:Parel]]
[[nl:Parel]]

11:48, 4 ოქტომბერი 2009-ის ვერსია

ტერმინს „მარგალიტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მარგალიტი (მრავალმნიშვნელოვანი).
ფაილი:200px-Pearls.jpg
იაპონური მარგალიტი

მარგალიტი (ბერძ. Margaritēs), მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.

ზღვის მარგალიტი არის წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის და ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ. მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე, შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

თარგი:Link FA