რაგბი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh:橄欖球類運動
ბოტის დამატება: scn:Rugby
ხაზი 365: ხაზი 365:
[[ru:Регби]]
[[ru:Регби]]
[[sc:Rugby]]
[[sc:Rugby]]
[[scn:Rugby]]
[[sh:Ragbi]]
[[sh:Ragbi]]
[[simple:Rugby football]]
[[simple:Rugby football]]

12:41, 30 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ფაილი:Rugby match.jpg
რაგბის მატჩი

რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.

ისტორია

ფაილი:W.W.Elis.jpg
უილიამ უებ ელისის ქანდაკება თავისი სკოლის წინ ქალაქ რაგბიში

არსებობს გადმოცემა რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Ruhby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. 1983 წლამდე სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის გახლდათ რომ რაგბში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დაარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი - შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის 1873 წელს, ირლანდიის 1875 და უელსის 1881 რაგბის კავშირები.

ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცვნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვაგან.

1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ. ორგანიზაციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია - ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900,1908,1924 და 1928 წლებში) რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.

თამაში

თამაშის მიზანი

თამაშის მიზანი არის ორმა,15 კაციანმა გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში და წესების სრული დაცით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა,ითვლება გამარჯვებულად.

ქულები

ქულების დაგროვება ხდება ლელოს გატანით ან დარტყმის ზუსტად შესრულებით. ლელოს გატანა ეწოდება მოთამაშის შესვლას მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის მოედანზე და ბურთის მიწაზე დადებას (დამიწებას). ლელოს გამტანი გუნდი იღებს 5 ქულას.

დარტყმა ითვლება გატანილად, თუკი ბურთი გაფრინდება მოწინააღმდეგის კარის ძელებს შორის, ხარიხის თავზე. არსებობს სამი სახის დარტყმა, რომელიც ქულებით ფასდება:

  • არეკნი - თამაშის დროს ბურთის დარტყმა. ფასდება 3 ქულით
  • ჯარიმა - ინიშნება მაშინ, როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესებს. ფასდება 3 ქულით
  • გარდასახვა - ინიშნება ლელოს გატანის შემდეგ და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ, ნებისმიერი მანძილიდან. ფასდება 2 ქულით

სათამაშო პოზიციები

მოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.

ფორვარდები მონაწილეობენ დერეფნებსა და შერკინებებში.


რაგბის პოზიციები
1 მარცხენა ბურჯი 2 კვაჭი 3 მარჯვენა ბურჯი
4 მხტომელი5 მხტომელი
6 მარბიელი8 რვა ნომერი (შემკვრელი) 7 მღლეტელი
 
9 ჰავბეკი
10 პირველი პივოტი
12 მეორე პივოტი
13 შუამარბი
11 მარცხენა ფრთა14 მარჯვენა ფრთა
15 ფულბეკი


15 ფულბეკი, 11 მარცხენა ფრთა, 14 მარჯვენა ფრთა, შუამარბი (13), 10 პირველი პივოტი, 12 მეორე პივოტი, 9 ჰავბეკი

1 მარცხენა ბურჯი, 3 მარჯვენა ბურჯი, კვაჭი (2), მხ მხტომელი (4 5), მარბიელი (6), მღლეტელი (7), რვა ნომერი (შემკვრელი) (8)

უნივერსალი [ბეკიცა და ფორვარდიც]

უბ უნივერსალი ბეკი [ ` გარდა], უფ უნივერსალი ფორვარდი

სათამაშო ეპიზოდები და ტაქტიკური ხერხები

წინ თამაში

წინ თამაში რაგბის წესების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. მორაგბე ვალდებულია, ხელით თამაშის დროს ბურთი უკან (და არა წინ) მყოფ თანაგუნდელს გადააწოდოს. შესაბამისად, წინ გადაწოდება დარღვევაა. ბურთის ხელში დაჭერისას მისი წინ გადავარდნაც წინ თამაშად ითვლება და ზუსტად ისევე ისჯება, როგორც წინ გადაწოდება - შერკინებით, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ.

შებოჭვა

შებოჭვა არის ერთ-ერთი ხერხი რომლის საშუალებითაც გუნდს შეუძლია თავდასხმის შეჩერება. ამ დროს დამხვდური გუნდის მოთამაშე იჭერს მომხდურთა ბურთიან მორაგბეს და აგდებს მას მინდორზე.

რაქი

მოლი

შერკინება

შერკინება ინიშნება მაშინ, როდესაც თამაში უნდა გაგრძელდეს წესების დარღვევის შემდეგ. თითოეული გუნდიდან შერკინებაში მონაწილეობენ ფორვარდები, რომლებიც სამ ხაზად არიან განლაგებული. პირველი ხაზის შუაში დგება კვაჭი (ნომერი 2), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ დგებიან ბურჯები (მარცხნივ 1, მარჯვნივ 3). ისინი მჭიდროდ ეკვრებიან ერთმანეთს. მათ უკან დგებიან მეორეხაზელები, რომელთა თავები კვაჭისა და ბურჯების სხეულებს შორის არის მოქცეული და ისინი მთელი სხეულით აწვებიან წინ. მათ უკან კი დგებიან მესამეხაზელები.

ორი გუნდის ფორვარდები დგებიან ერთმანეთის პირისპირ ერთი ხელის გაწვდენაზე. პირველი ხაზი იხრება მოედნის პარალელურად და მსაჯის ბრძანების შემდეგ ეჯახება და აწვება ერთმანეთს. ამ დროს იმ გუნდის მოთამაშე (როგორც წესი, 9 ნომერი), რომლის სასარგებლოდაცაა დანიშნული შერკინება, ბურთს აგდებს შერკინების შუაში. ორივე გუნდი ერთმანეთს აწვება და ორივე კვაჭი (ზოგჯერ ბურჯებიც) ცდილობს, ფეხით გადააგოროს ბურთი თავისი გუნდის მხარეს. ამის შემდეგ გუნდმა, რომელიც უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება ბურთი ან მაშინვე გამოიტანოს შერკინებიდან და წამოიწყოს შეტევა, ანდა (თუკი ეს შესაძლებელია) მოწინააღმდეგეს ჯერ რამდენიმე მეტრით დაახევინოს უკან და შემდეგ შეუტიოს. როგორც წესი, გუნდი იგებს საკუთარ შერკინებებს.

შერკინება რაგბის მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს სახიფათო (ტრავმების თვალსაზრისით) კომპონენტია, რადგან მოთამაშეებზე, განსაკუთრებით პირველხაზელებზე ძალიან დიდი ზეწოლა მიდის. როგორც წესი, თანამედროვე პროფესიონალურ თამაშებში თითოეული გუნდის მორაგბეთა საერთო მასა შერკინებისას 800 კილოგრამს აღემატება. ამიტომ არსებობს მრავალი წესი, რომელიც არეგულირებს შერკინებას და უმრავლესობა სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეობს.

დერეფანი

როდესაც ერთი გუნდის მოთამაშე გადააგდებს ბურთს მოედნის გვერდით ხაზს იქით, ინიშნება დერეფანი მეორე გუნდის სასარგებლოდ. ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ბურთი გადადის საჯარიმო დარტყმიდან. ამ დროს დერეფანი იმ გუნდის სასარგებლოდ ინიშნება, რომელიც ჯარიმას ურტყამდა. ამ მარტივი ხერხის გამოყენებით საჯარიმოს დამრტყმელ გუნდს შეუძლია საკმაო მანძილი მოიგოს და წინ წაიწიოს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისაკენ.

დერეფანი ინიშნება იმ ადგილას, სადაც ბურთი გვერდით ხაზს გადაკვეთს. როგორც წესი, ორივე გუნდის 7 ფორვარდი დგება მოწოდების წერტილიდან, საკუთარი მოედნის მხარეს, ერთ ხაზში - გვერდითი ხაზის მართობულად. მომწოდებელი გუნდის მერვე ფორვარდი (როგორც წესი, ამ როლს ასრულებს კვაჭი, 2 ნომერი) ბურთს აგდებს ზუსტად რიგებს შორის. თითოეული გუნდიდან ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ზემოთ ხტება და ცდილობს რომ მოწოდებული ბურთი დაიჭიროს. როგორც წესი, მხტომელთა ფუნქციებს მეორეხაზელები (4 და 5 ნომრები) ასრულებენ. დანარჩენები კი მათ ახტომაში ეხმარებიან.

თუკი ზემოთ ამხტარი მოთამაშე იჭერს ბურთს, მას შეუძლია დაიჭიროს ის და შეუტიოს მიწაზე დაშვებისას, ან გადააწოდოს თანაგუნდელებს. ყველა ის მოთამაშე, რომელიც დერეფანში არ მონაწილეობს, დერეფნიდან 10 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული.

დრო

მატჩის ხანგრძლივობა

მატჩი გრძელდება არაუმეტეს 80 წუთს. ამას შეიძლება მიემატოს გაცდენილი და დამატებითი დრო. მატჩი იყოფა ორ ტაიმად (ნახევრად). თითო ტაიმის ხანგრძლიობა არაუმეტეს 40 წუთია.

შვიდკაცა

მატჩი გრძელდება არაუმეტეს 14 წუთს. ამას შეიძლება მიემატოს გაცდენილი დრო და დამატებითი დრო. მატჩი იყოფა ორ ტაიმად (ნახევრად). თითო ტაიმის ხანგრძლივობა არაუმეტეს შვიდი წუთია.

გამონაკლისი

შეჯიბრების ფინალი გრძელდება არაუმეტეს 20 წუთს. ტაიმის ხანგრძლიობა არაუმეტეს ათი წუთია.

შესვენება

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. ამ დროს ცხადდება არაუმეტეს 10-წუთი შესვენება. შესვენების ხანგრძლიობას ადგენს მატჩის ორგანიზატორი, რაგბის კავშირი ან ის ორგანო, რომლის უფლებებიც ამ მატჩზე ვრცელდება.

შესვენების დროს გუნდებსა და მსაჯებს შეუძლიათ სათამაშო გარემოდან გასვლა.

შვიდკაცა

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. ამ დროს ცხადდება არაუმეტეს ერთწუთიანი შესვენება. შეჯიბრების ფინალში შესვენება არაუმეტეს ორი წუთია.

დროის აღრიცხვა

თამაშის დროს ინიშნავს მსაჯი. მსაჯს ასევე შეუძლია ეს საქმე გადააბაროს ერთერთ ან ორივე თანამსაჯს, ანდა ოფიციალურ დროის მსაჯს. ამ შემთხვევაში მსაჯმა მათ უნდა ანიშნოს საათის ყოველი გაჩერება (გაცდენილი დრო).

თუ მატჩს დროის მსაჯი არ ემსახურება, მსაჯს კი დროის სისწორე დააეჭვებს, მას შეუძლია მოეთათბიროს ერთერთ ან ორივე თანამსაჯს, და მხოლოდ მაინ, როცა ამათი რჩევა საკმარისი ვერაა, შეუძლია მსაჯს სხვაც დაიხმაროს.

გაცდენილი დრო

დრო შეიძლება დაცდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  • ტრავმა

მსაჯს შეუძლია თამაში გააჩეროს არაუმეტეს ერთი წუთით, რათა დაშავებულ მოთამაშეს მიხედონ და უწამლონ. მსაჯს შეუძლია გააგრძელებინოს თამაში იმ დროს, როცა ექიმი დაშავებულ მოთამაშეს სათამაშო არეში შველის, ან ტრავმირებული კიდესთან თავად მისულა. თუ მსაჯს მიაჩნია, რომ მოთამაშე ტრავმას სიმულირებს, იგი სათამაშო არიდან უნდა გააყვანინოს და თამაში უმალ გაანახლოს. მეორე მხრივ, მსაჯს შეუძლია არ გააჩეროს თამაში მაშინ, როცა ექიმი მოთამაშეს სათამაშო არეში სინჯავს. თუ მძიმედ დაშავებული მოთამაშე მოედნიდანაა გასაყვანი, მსაჯს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია თამაში მეტი ხნითაც შეწყვიტოს.

  • სამოსის გამოცვლა

ბურთის უქმობის დროს მსაჯი მოთამაშეს ნებას რთავს, რომ ამან გამოიცვალოს ან შეაკეთოს გახეული კვართი, შორტი და ბუც(ებ)ი, ან გახსნილი ზონარი შეიკრას.

  • მოთამაშის შეცვლა (გამოცვლა)

მსაჯი გუნდს მოთამაშის შეცვლას (გამოცვლას) ადროვებს.

  • თანამსაჯის პატაკი

თანამსაჯი მსაჯს ბინძურად თამაშის შესახებ მოახსენებს.

  • გაცდენილი დროის ანაზღაურება

გაცდენილი დრო ემატება მატჩის შესაბამის ტაიმს.


რაგბი საქართველოში

საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა. პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა;ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა.

1963 წელს საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი – პროფკავშირების პირველობა, რომელშიც თბილისის “განთიადმა” III ადგილი დაიკავა. 1966 წელს გიორგი ყუფარაძისა და შალვა ქურციკიძის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა რაგბის პირველი კლუბი – “დინამო”. 1966 წელს სსრ კავშირის პირველ ჩემპიონატში თბილისის “დინამო” (მწვრთნელი – გივი მრელაშვილი) II ადგილზე გავიდა. 1967 წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა მოაწყო ტურნე უცხოეთში (თბილისის “დინამო”, 3 გამარჯვება პოლონეთში).

1967 წელსვე ჩატარდა საქართველოს I ჩემპიონატი.

1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 78, 81), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. 1980-იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა ქუთაისის “აია”. გუნდმა ჯერ სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები მოიპოვა, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ (1987, 88, 89) გახდა სსრკ ჩემპიონი, ორჯერ კი თასის გათამაშებაში გაიმარჯვა (1987, 90). სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები: თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

ფაილი:Georga russia-Rugby.jpg
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა პირველად მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური.

1989 წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო "ევროპის ერთა თასი", რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

რაგბის საერთაშორისო ფედერაციის 2005 წელს გამოქვეყნებულ რეტინგში, საქართველოს რაგბის ნაკრები იმყოფება საუკეთესო ოცეულში. საკმაოდ წარმატებულნი არიან ქართველი მორაგბეები საქართველოს საზღვრებს გარეთ: საფრანგეთში, რუსეთში, გერმანიაში. 2004 წელს, SC Neuenheim-ის შემადგენლობაში, გერმანიის უმაღლესი ლიგის ჩემპიონები გახდნენ გიგო სანადირაძე და შალვა დიდებულიძე. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება დიმიტრი იაშვილი.

2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა ნამიბიის ნაკრებთან 30:0, ხოლო საბოლოო ჩათვლაში მე-13 ადგილი დაიკავა.

2007 წლის მსოფლიოს თასი საქართველო ნამიბია


მონაგარი

1989-2006:
85 თამაში (33 შინ, 42 გარეთ, 10 ნეიტრალურზე)
49 მოგება - 32 წაგება * 4 ფრე
ქულა 1959:1645, ლელო 236-183

ქართული კლუბები

თბილისი

აკადემია, ამირანი, გუმარი, ელმავალი, ექსპრესი, ვესტა, ზორდა, თბილისი, ივერია, ლელო,
ლოკომოტივი, მერკური, უნივერსიტეტი, ქორები, ყოჩები, შევარდენი, ხულიგანა, დევები (სამოყვარულო კლუბი).

ქუთაისი

აია,გელათი,ერქვანი.

დანარჩენები

ბათუმის "დათვები", რუსთავი, ჩოხატაურის "ჯანი",რუსთავის ხარები, ოზურგეთის "არწივები".

IRB-ის მსოფლიო რეიტინგი

  1. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 90.98
  2. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 89.42
  3. ავსტრალიის დროშა ავსტრალია 86.06
  4. ირლანდიის დროშა ირლანდია 83.27
  5. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 81.48
  6. არგენტინის დროშა არგენტინა 81.29
  7. ინგლისის დროშა ინგლისი 81.23
  8. უელსის დროშა უელსი 80.74
  9. ფიჯის დროშა ფიჯი 76.52
  10. შოტლანდიის დროშა შოტლანდია 75.23
  11. სამოის დროშა სამოა 73.48
  12. იტალიის დროშა იტალია 71.23
  13. კანადის დროშა კანადა 70.07
  14. იაპონიის დროშა იაპონია 68.37
  15. ტონგის დროშა ტონგა 67.53
  16. რუსეთის დროშა რუსეთი 67.17
  17. საქართველოს დროშა საქართველო 66.85
  18. აშშ-ის დროშა აშშ 65.97
  19. რუმინეთის დროშა რუმინეთი 64.85
  20. პორტუგალიის დროშა პორტუგალია 62.16

რაგბის ყველა მსოფლიო ჩემპიონატი

წელი ჩატარების ადგილი ფინალი მატჩი მესამე ადგილისთვის
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი მესამე ადგილი ანგარიში მეოთხე ადგილი
1987
ვრცლად
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
29:9 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
უელსის დროშა
უელსი
22:21 ავსტრალიის დროშა
ავსტრალია
1991
ვრცლად
ინგლისის დროშა ინგლისი ავსტრალიის დროშა
ავსტრალია
29:9 ინგლისის დროშა
ინგლისი
ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
13:6 შოტლანდიის დროშა
შოტლანდია
1995
ვრცლად
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა
15:12 ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
19:9 ინგლისის დროშა
ინგლისი
1999
ვრცლად
უელსის დროშა უელსი ავსტრალიის დროშა
ავსტრალია
15:12 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი

სამხრეთი აფრიკა
19:9 ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
2003
ვრცლად
ავსტრალიის დროშა ავსტრალია ინგლისის დროშა
ინგლისი
20:17 ავსტრალიის დროშა
ავსტრალია
ახალი ზელანდიის დროშა
ახალი ზელანდია
40:13 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
2007
ვრცლად
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სამხრეთი აფრიკა
15:6 ინგლისის დროშა
ინგლისი
არგენტინის დროშა
არგენტინა
34:10 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
2011
ვრცლად
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
2015
ვრცლად
ინგლისის დროშა ინგლისი
2019
ვრცლად
იაპონიის დროშა იაპონია

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA

თარგი:Link FA