იუდა ისკარიოტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის შეცვლა: bo:ཡུ་དཱ་དབྱི་སི་ཀར།
ხაზი 17: ხაზი 17:
[[arc:ܝܗܘܕܐ ܣܟܪܝܘܛܐ]]
[[arc:ܝܗܘܕܐ ܣܟܪܝܘܛܐ]]
[[bg:Юда Искариотски]]
[[bg:Юда Искариотски]]
[[bo:ཡུ་དཱ་དབྱི་སི་ཀར།]]
[[bo:ཡུ་དཱ།]]
[[ca:Judes Iscariot]]
[[ca:Judes Iscariot]]
[[cs:Jidáš Iškariotský]]
[[cs:Jidáš Iškariotský]]

13:34, 23 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ჯოტო დი ბონდონე, ”იუდას კოცნა”, ფრაგმენტი

იუდა ისკარიოტელი, ბიბლიური (სახარების) პერსონაჟი. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან (მოციქულთაგან) ერთ-ერთი. იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში წარმოსახავდნენ: ღალატის სცენას (იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს მასზე. აქედან გამოთქმა - იუდას ამბორი) და საიდუმლო სერობას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო (მათე, თ. 26-27). ძველი აღთქმის წინასწარმატყველებათა შესაბამისად (ზაქარია, თ. 11, 13) იუდამ იესო 30 ვერცხლად გაყიდა. იუდა ისკარიოტელის სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა.

ლიტერატურა

  • შანიძე მ., ქსე, ტ.5 , გვ. 274, თბ., 1980