ედენ პასტორა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ედენ ანასტასიო პასტორა გომესი''' ({{lang-es|Edén Atanacio Pastora Gómez}}; დ. [[22 იანვარ...
(განსხვავება არ არის)

08:56, 22 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ედენ ანასტასიო პასტორა გომესი (ესპ. Edén Atanacio Pastora Gómez; დ. 22 იანვარი, 1937, სიუდად დარიო, ნიკარაგუა) არსი ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, რომელიც მონაწილეობას იღებდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ალტერნატივა შანსისთვის" კანდიდატად. იგი გავიდა მეხუთე ადგილზე. მანამდე, სომოსას რეჟიმის დაცემის შემდეგ იყო სამხრეთის ფრონტის, სამხრეთ ნიკარაგუაში უდიდესი სამხედრო დაჯგუფების, ლიდერი. ამ პერიოდში იყენებდა მეტსახელს კომანდანტე სერო. თავდაპირველად სანდინისტების გაერთიანების წევრი მედგრად იბრძოდა სომოსას დიქტატურის წინააღმდეგ და სანდინისტების რევოლუციის გმირად გადაიქცა. 1982 წელს რევოლუციის გამარჯვებს შემდეგ, იგი გაემიჯნა სანდინისტურ მთავრობას, უარჰყო რა ლენინურ-მარქსისტული იდეოლოგია. ჩამოაყალიბა დემოკრატიულ-რევოლუციური ალიანსი და პოლიტიკურ და სამხედრო ოპოზიციაში ჩაუდგა სანდინისტებს. მას აუგად მოიხსენიებდა ოლივერ ნორთი და რეიგანის შინაკაცები, რადგანაც პასტორამ უარი თქვა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან ზურგგამაგრებულ ნიკარაგუის დემოკრატუილ ძალბში გაერთიანებულიყო. პასტორა ასევე ცნობილი გახდა უცნაური ქცევით ინტერვიუს დროს. შეკითხვაზე, "რას აკეთებთ განმუხტვისთვის?", უპასუხა, "ვესიყვარულები ჩემს ცოლს."

სანდინისტები

შვიდი წლის პასტორას მამა მოუკლა ანასტასიო სომოსა გარსიას ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსმა. ეს შემთხვევა უნდა ჩაითვალოს მისი რევოლუციური აღტყინების პირველ შემთხვევად. გრანადის იეზუიტების საშუალო სკოლაში აუგუსტო სესარ სანდინოს შესახებ და ნიკარაგუის ეროვნული გმირის მსგავსად დაიწყო ბრძოლა ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმის წინააღმდეგ, გაანალიზა, რა რომ მისი მთავრობა კორუფციაში იყო ჩაფლული. ადგილობრივი გლეხებისგან ჩამოაყალიბა ნიკარაგუის სამხრეთის არმია. ედენი თავად დაუკავშირდა სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს 1960-იან წლებში და გადაიქცა გუერილას აჯანყების მებრძოლად. პასტორას კოდური მეტსახელი იყო სერო ანუ ნული. 1978 წელს ედენი იყო ერთ-ერთი სანდინისტების იმ 19 მეთაურთაგან, რომლებიც ეროვნული გვარდიის ფორმებში გადაცმულები შეიჭრნენ მანაგუის ეროვნულ სასახლეში, განაიარაღეს ან დახოცეს ეროვნული არმიის ნამდვილი წევრები და მძევლად აიყვანეს სესიაზე მისული კონგრესის წევრები, მათ შორის ანასატსიო სომოსა დებაილეს ნახევარძმა ხოსე სომოსა. ოპერაციამ სახელი მოუტანა აჯანყებულებს და აჯანყების გარდამტეხ წერტილად მიიჩნეოდა.

სინამდვილეში მოაწყვეს სომოსას მიერ დაპატიმრებული სანდინისტების, მათ შორის იყვნენ დანიელ ორტეგა და ტომას ბორხე, გათავისუფლება და მას შემდეგ რაც სომოსასგან მიიღეს $500, 000 პასტორას, ორტეგასა და სხვა გათავისუფლებულ პატიმრებს კუბაში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცათ. კუბაში მყოფი პასტორა ამბობდა, რომ იყო პატიმარი ფუფნებასა და ქალების სიყვარულის გარემოცვაში. მას არ აძლევდნენ ქვეყნის დატოვების უფლებას, სანამ პანამელი ძალოვანის, ომარ ტორიხოსის შვილი, ედენის მეგობარი არ ჩავიდა კუბაში და პირადად არ იხსნა იგი.

პასტორა დაინიშნა სამხრეთის ფრონტის მეთაურად და კოსტა-რიკის საზღვრიდან შეუტია ქალაქ რივასს. სომოსამ აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთაურის წინააღმდეგ საუკეთესო ჯარისკაცები გაგზავნა. მიუხედავად მძიმე შედეგებისა სამხრეთის არმიამ წარმატებები მაინც მოიპოვა. საბოლოოდ სანდინისტების აჯანყებაში სამხრეთის ფრონტმა ედენ პასტორას ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.