Pulse (ალბომი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fi:P-U-L-S-E
ბოტის წაშლა: bn:P*U*L*S*E
ხაზი 156: ხაზი 156:
[[კატეგორია:EMI Records-ის მუსიკალური ალბომები]]
[[კატეგორია:EMI Records-ის მუსიკალური ალბომები]]


[[bn:P*U*L*S*E]]
[[ca:P*U*L*S*E]]
[[ca:P*U*L*S*E]]
[[cs:P*U*L*S*E]]
[[cs:P*U*L*S*E]]

21:17, 21 სექტემბერი 2009-ის ვერსია

P•U•L•S•E
გამოცემის თარიღი 29 მაისი, 1995 (ბრიტანეთი)
6 ივნისი, 1995 (აშშ)
ჩაიწერა მარტი - ოქტომბერი, 1994
ჟანრი პროგრესიული როკი
ხანგრძლივობა 149 წთ 21 წმ
პროდიუსერი ჯეიმს გატრი, დევიდ გილმორი

P•U•L•S•E (ინგ.: პულსი) (ხოლმე იწერება, როგორც Pulse) არის ჯგუფ პინკ ფლოიდის ორმაგი საკონცერტო ალბომი, რომელიც 1995 წელს გამოვიდა ბრიტანეთსა და ამერიკაში. ჯგუფის ბევრი მსმენელი მას თვლის პინკ ფლოიდის საუკეთესო საკონცერტო დისკად, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტებში, რომლებსაც ეს ალბომი ეფუძნება, როჯერ უოტერსი, ჯგუფის ყოფილი ბას გიტარისტი მონაწილეობას არ ღებულობდა.

ალბომი

ალბომში შესულია სიმღერები ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურიდან. მათი უმეტესობა აღებულია ერლს კორტის კონცერტების ჩანაწერებიდან. მათი უმეტესობის ორიგინალური ვერსიები შეტანილია სტუდიურ ალბომებში Dark Side of the Moon, Wish You Were Here და The Wall. ნაწილი აღებულია იმ დროისათვის (და დღემდე) პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური დისკიდან The Division Bell.

ალბომი აღსანიშნავია პირველად, 1975 წლის შემდეგ, ალბომის The Dark Side of the Moon სრული სახით შესრულებით. აგრეთვე პირველად, 1970 წლის შემდეგ, სრულდება "Astronomy Domine", სიმღერა ჯგუფის პირველი სტუდიური დისკიდან The Piper at the Gates of Dawn.

წინა საკონცერტო ალბომისგან, Delicate sound of thunder განსხვავებით, ამ ორი დისკის არც ერთ სიმღერას არ დაემატა სტუდიური პარტიები ინსტრუმენტებზე ან ვოკალი პარტიები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სიმღერა გადამუშავდა სტუდიაში, გასწორდა სოლოების ჟღერადობა.

ამერიკაში P•U•L•S•E მოხვდა #1 ადგილზე ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში. 1995 წლის ივლისში მან მიიღო ორმაგი პლატინის სტატუსი.

აუდიოკასეტაზე გამოცემულ ალბომში ასევე დამატებულია "One of These Days" და 22 წუთიანი ხმების კოლაჟი, რომელიც ჟღერდა ყოველი კონცერტის წინ. მასში გამოყენებულია რამდენიმე ნაწყვეტი პინკ ფლოიდის სხვა კომპოზიციიდან, Cluster One.

ვინილის ფირფიტა წარმოდგენილია 4 ფირფიტის სახით. მასში დამატებულია "One of These Days" და ფოტო ბუკლეტის დიდი ვერსია. ვიდეო ფილმში ასევე დამატებულია "Take It Back". ვიდეო ალბომისგან განსხვავდება იმით, რომ მასზე წარმოდგენილია ჯგუფის მთლიანი კონცერტი (20 ოქტომბერი, 1994).

ორიგინალური ალბომი გარდა ყველა ვერსიისა, გამოვიდა შეზღუდული ტირაჟითაც, სპეციალურ ყუთში, რომლის ერთ მხარეს ჩამონტაჟებული იყო პატარა ნათურა. ეს ნათურა გამუდმებით ინთებოდა და ქრებოდა, რაც "პულსირების" ეფექტს ტოვებდა.

სიმღერები

დისკი 1

მთავარ ვოკალურ პარტიას ასრულებს დევიდ გილმორი, გარდა აღნიშნულისა.

  1. "Shine On You Crazy Diamond" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 13 წთ 35 წმ
  2. "Astronomy Domine" (სიდ ბარეტი) – 4 წთ 20 წმ
  3. "What Do You Want from Me" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი) – 4 წთ 10 წმ
  4. "Learning to Fly" (დევიდ გილმორი, ენტონი მური, ბობ ეზრინი, ჯონ კერინი) – 5 წთ 16 წმ
  5. "Keep Talking" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი) – 6 წთ 52 წმ
  6. "Coming Back to Life" (დევიდ გილმორი) – 6 წთ 56 წმ
  7. "Hey You" (როჯერ უოტერსი) – 4 წთ 40 წმ
  8. "A Great Day for Freedom" (დევიდ გილმორი, პოლი სემსონი) – 4 წთ 30 წმ
  9. "Sorrow" (დევიდ გილმორი) – 10 წთ 49 წმ
  10. "High Hopes" (დევიდ გილმორი, პოლი სემსონი) – 7 წთ 52 წმ
  11. "Another Brick in the Wall (Part Two)" (როჯერ უოტერსი) – 7 წთ 08 წმ
  12. "One of These Days" (მხოლოდ კასეტასა და ვინილის ფირფიტაზე) (დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი) – 6 წთ 45 წმ
    • ერლს კორტი, ლონდონი, 16 და 20 ოქტომბერი (ბოლო ნაწილი), 1994
    • ინსტრუმენტული

დისკი 2

  1. "Speak to Me" (ნიკ მეისონი) – 2 წთ 30 წმ
  2. "Breathe" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 2 წთ 33 წმ
  3. "On the Run" (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 3 წთ 48 წმ
  4. "Time" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი) – 6 წთ 47 წმ
    • აფეთქება ჩაწერილია ლონდონში, 1994 წლის 15 ოქტომბერს. შესავალი ჩაწერილია იმავე წლის 17 სექტემბერს . დანარჩენი ნაწილები, ისევე, როგორც Breathe Reprise ჩაიწერა რომში, 1994 წლის 20 სექტემბერს. კომპოზიციის Breathe Reprise ფინალი ჩაწერილია ლონდონში, 20 ოქტომბერს.
    • ვოკალი: დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი
  5. "The Great Gig in the Sky" (რიჩარდ რაიტი) – 5 წთ 52 წმ
  6. "Money" (როჯერ უოტერსი) – 8 წთ 54 წმ
    • მოდენა, 17 სექტემბერი, 1994. საქსოფონის სოლოს ნაწილი აღებულია ლონდონის კონცერტიდან
  7. "Us and Them" (რიჩარდ რაიტი, როჯერ უოტერსი) – 6 წთ 58 წმ
  8. "Any Colour You Like" (დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, ნიკ მეისონი) – 3 წთ 21 წმ
  9. "Brain Damage" (როჯერ უოტერსი) – 3 წთ 46 წმ
  10. "Eclipse" (როჯერ უოტერსი) – 2 წთ 38 წმ
  11. "Wish You Were Here" (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 6 წთ 35 წმ
  12. "Comfortably Numb" (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 9 წთ 29 წმ
  13. "Run Like Hell" (დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი) – 8 წთ 36 წმ
  14. "Soundscape" (მხოლოდ კასეტაზე) – 22 წთ 00 წმ

მუსიკოსები

რეიტინგი

ალბომი

წელი რეიტინგი პოზიცია
1995 ბილბორდის 200 ალბომი 1

სინგლები

წელი სინგლი რეიტინგი პოზიცია
1995 "What Do You Want from Me" მეინსტრიმული როკის სიმღერები 13

დამატებითი ბმულები