ჯორჯო I (სებორგა): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
ჯორჯო I (სებორჯა) გადატანილია ჯორჯო I (სებორგა)-ზე: შეცდომა სათაურში
(განსხვავება არ არის)

14:02, 20 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ჯორჯო I (იტალ.: Giorgio I) დაბადებული ჯორჯო კარბონე (იტალ.: Giorgio Carbone) (დ. 1939, სებორჯა) — სებორჯას თავადი 1964 წლიდან.

ჯორჯო კარბონე თავადად არჩევამდე ადგილობრივი ყვავილების გამყიდველთა ამხანაგობის საქმეთა მმართველი იყო. XX საუკუნის 60-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღო ისტორიულ გამოკვლევაში, რომლის მიხედვითაც „დადგინდა“, რომ სებორჯა არც ვენის კონგრესზე და არც იტალის რესპუბლიკის დაარსებისას (1946) არც ერთი ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ არ მოქცეულა და „სუვერენიტეტი“ არ დაუკარგავს.

1963 წელს სებორჯას მოსახლეობამ კარბონეს არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და იგი თავადად აირჩია. ამ დღიდან ჯორჯო კარბონე ოფიციალურად იწოდება „მისი უგანათლებულესობა ჯორჯო I, სებორჯას თავადი“ (იტალ.: SAS Giorgio I, Principe di Seborga). 1993 წელს იგი ხელმეორედ იქნა დამტკიცებული თავადად. 1994 წლიდან ჯორჯო I-ის განკარგულებით აღდგა სებორჯას ვალუტის „ლუიჯინის“ მოჭრა.