გაზომეტრი (ვენა): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg:Газометри, Виена
ბოტის დამატება: pl:Gasometr
ხაზი 17: ხაზი 17:
[[lb:Gasometer (Wien)]]
[[lb:Gasometer (Wien)]]
[[nl:Gasometer]]
[[nl:Gasometer]]
[[pl:Gasometr]]
[[ru:Венские газометры]]
[[ru:Венские газометры]]
[[tr:Gasometer, Viyana]]
[[tr:Gasometer, Viyana]]

11:45, 16 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ფაილი:Gazometer, Vena.jpg
გაზომეტრები, ვენა.

გაზომეტრები ვენაში ოთხი გაზის ყოფილი რეზერვუარია, თითოეული 90,000 მ³ შენახვის ტევადობით, აგებული ვენის მუნიციპალიტეტის გაზის სამსახურისთვის Gaswerk Simmering 1896–1899 წლებში. მდებარეობს მე-11 უბანში, ზიმერინგში. 1984 წლამდე ისინი საყოფაცხოვრებო გაზის შესანახად გამოიყენებოდა. ქალაქის ენერგო მოწოდების თხევადი გაზიდან ბუნებრივ აირზე გადასვლის შემდეგ (1969–1978), ისინი უკვე საჭირო აღარ იყო და დაიხურა. შემდეგ ისინი დაიშალა და მათგან მხოლოდ აგურის ფასადები დარჩა.

1990-იანი წლებიდან ეს ნაგებობები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, მათ შორის ჯეიმზ ბონდის ერთ-ერთი სერიის გადასაღებ მოედნადაც კი. 1995 წელს ვენის ქალაქმმართველობამ ნაგებობებისთვის ახალი გამოყენების იდეებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული პროექტები არქიტექტორების ჟან ნუველი (გაზომეტრი ა), კოოპ ჰიმელბლაუ (გაზომეტრი ბ), მანფრედ ვედორნი (გაზომეტრი ც) და უილჰელმ ჰოლცბაუერი (გაზომეტრი დ) 1999-2001 წლებში დასრულდა. ყოველი გაზომეტრი დაიყო საცხოვრებელ (ბინების ზედა ნაწილში), სამუშაო (ოფისები შუა ნაწილში) და გასართობ-სავაჭრო (მიწის სართულებზე) ნაწილებად. სავაჭრო ცენტრების დონეები ყოველ გაზომეტრში ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდა. ისტორიული ფასადის კედლები ხელუხლებლად შენარჩუნდა.

2001 წლის 20 ოქტომბერს ახალი გაზომეტრების ოფიციალური საზეიმო გახსნა ჩატარდა, თუმცა მობინადრეები მასში რამდენიმე თვით ადრე შესახლდნენ.