რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:
*''Тиканадзе Р.,'' Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
*''Тиканадзе Р.,'' Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
* ''გვენცაძე ა.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 175, თბ., 1987
* ''გვენცაძე ა.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 175, თბ., 1987

{{რევაზ ჩხეიძე}}


{{DEFAULTSORT:ჩხეიძე, რევაზ}}
{{DEFAULTSORT:ჩხეიძე, რევაზ}}

08:18, 9 სექტემბერი 2009-ის ვერსია

ფაილი:Rezo Chkheidze.jpg
რევაზ ჩხეიძე

რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ. 8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი), ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.


ბიოგრაფია

დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი - დია ჩიანელი) ოჯახში.

1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თ. აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

ფაილი:Po.6947624.jpg
კადრი ფილმიდან: "მაგდანას ლურჯა"

გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), "მაია წყნეთელი" (1959), "განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "ზღვის ბილიკი" (1962),"ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), "ღომილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია "ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), "ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი.

ლიტერატურა

  • ჯალაღანია რ., სიმაღლე, თბ., 1981;
  • Бровченко Г., В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
  • Тиканадзе Р., Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
  • გვენცაძე ა., ქსე, ტ. 11, გვ. 175, თბ., 1987