სპექტრული კლასი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93: ხაზი 93:
[[ფაილი:HRDiagram.png|thumb|300px|სპექტრალური კლასი - ნათების დიაგრამა(ჰერცშპრუნგ - რასელის დიაგრამა)]]
[[ფაილი:HRDiagram.png|thumb|300px|სპექტრალური კლასი - ნათების დიაგრამა(ჰერცშპრუნგ - რასელის დიაგრამა)]]


კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა '''0''' (ყველაზე ცხელი) '''9''' (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი '''G2''' კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.
კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა '''0''' (ყველაზე ცხელი) '''9''' (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი '''G2''' კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.


== იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК) ==
== იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК) ==

21:59, 5 სექტემბერი 2009-ის ვერსია

მორგან-კინანის სპექტრალური კლასიფიკაცია

სპექტრალური კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის, პირველ რიგში ფოტოსფეროს ტემპერატურით.

დაწყებით მიახლოვებიასას ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლიტურად შავი სხეულის გამოსხივებას უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური სპექტროსკოპია წარმოადგენს რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და ტემპერატურასთან დაკავშირებით.

ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრალური კლასიფიკაცია

ვარსკვლავთა თანამედროვე (ჰარვარდის) სპექტრალური კლასიფიკაცია დამუშავდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში 1890 - 1924 წლებში და ტემპერატურულ კლასიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც დაფუძვნებულია ვარსკვლავთა სპექტრების დასხივებასა და შთანთქვის ფარდობითობას.

ვარსკვლავთა ძირითადი (ჰარვარდის) სპექტრალური კლასიფიკაცია
კლასი ტემპერატურა,
K
ნამდვილი ფერი ხილვადი ფერი მასა,
M
რადიუსი,
R
ნათება,
L
წყალბადის ხაზები წილი მთავარ რიგში,
%
O 30 000—60 000 ცისფერი ცისფერი 60 15 1 400 000 სუსტი ~0,00003
B 10 000—30 000 თეთრ-ცისფერი თეთრ-ცისფერი და თეთრი 18 7 20 000 საშუალო 0,13
A 7500—10 000 თეთრი თეთრი 3,1 2,1 80 ძლიერი 0,6
F 6000—7500 ყვითელ-თეთრი თეთრი 1,7 1,3 6 საშუალო 3
G 5000—6000 ყვითელი ყვითელი 1,1 1,1 1,2 სუსტი 8
K 3500—5000 ფორთოხლისფერი ყვითელ-ფორთოხლისფერი 0,8 0,9 0,4 ძალიან სუსტი 13
M 2000—3500 წითელი ფორთოხლისფერ-წითელი 0,3 0,4 0,04 ძალიან სუსტი > 78
სპექტრალური კლასი - ნათების დიაგრამა(ჰერცშპრუნგ - რასელის დიაგრამა)

კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა 0 (ყველაზე ცხელი) — 9 (ყველაზე ცივი). მზეს გააჩნია თავისი G2 კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.

იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)

სპექტრის სახეს განაპირობებს ვარსკვლავის გარე ზედაპირის სიმკვრივე, რომელიც ტავის მხრივ დამოკიდებულია მისი მასასა და სიმკვრივეზე, და საბოლოო ჯამში ნათებაზე. ნათებაზე ძლიერ დამოკიდებული არიან SrII, BaII, FeII, TiII რაც გიგანტ და ჯუჯა ვარსკვლავებში სხვაობას იწვევს.

სპექტრის და ნათების დამოკიდებულება ასახულია უფრო ახალ იერკის კლასიფიკაციაში, რომელიც იერკის ობსერვატორიაში დაამუშავეს რომელსაც აგრეთვე МКК უწოდებენ (მის ავტორთა ინიციალებიდან (მორგან, უილიამი, კიკან, ფილიპე, კელმანი, ედეტი)).

ამ სპეციფიკაციის შესაბამისად ვარსკვლავს ჰარვარდის სპექტრალური კლასი და ნათების კლასი ენიჭება.

ესეიგი თუ ჰარვარდის კლასიფიკაცია განსაზღვრავს აბსცისას ჰერცშპრუნგ - რასელის დიაგრამაზე, იერკის კი მდებარეობას ამ დიაგრამაზე. იერკის კლასიფიკაციის დამატებით უპირატრსობად ითვლება ვარსკვლავის სპექტრის სახეობით შეაფასოთ მისი ნათება და შესაბამისად მის ხილვად ზომით - მანძილი (სპექტრალური პარალაქსის მეთოდით).

მზეს, როგორც ყვითელი ჯუჯა, G2V იერკის სპექტრალური კლასი გააჩნია.


დამატებითი სპექტრალური კლასები

აგრეთვე ზოგიერთ სხეულებისთვის განასხვავებენ დამატებით სპექტრალურ კლასებს:

მახასიათებლები კლასში

ზოგიერთ ობიექტებს აღენიშნება დამატებითი განხვავებები სპექტრში. რომ აღინიშნოს ეს განსხვავებები ემატება პრეფიქსები ან პოსტფიქსები.

  • c — ღრმა ვიწრო ხაზები
  • d — ჯუჯა
  • e — ემისია (წყალბადის ემისია O-ვარსკვლავებში)
  • em — ემისია მეტალთა ზოლებში
  • ep — პეკულარული ემისია
  • eq — ემისია უფრო მოკლე ტალღაზე
  • f — ჰელიუმის და ნეონის ემისია O-ვარსკვლავებში
  • gგიგანტი
  • k — ვარსკვლავთაშორისი ხაზები
  • m — მეტალთა ძლიერი ხაზები
  • n — დიფუზური ხაზები
  • nn — ძალიან გათხაპნილი დიფუზური ხაზები
  • p — პეკულაზული სპექტრი
  • s — სწრაფი ხაზები
  • sdსუბჯუჯა
  • wdთეთრი ჯუჯა
  • wk — სუსტი ხაზები