ამაზასპ II: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 38: | ხაზი 38: | ||
{{დაასრულე ყუთი}} |
{{დაასრულე ყუთი}} |
||
{{იბერიის მეფეები}} |
|||
[[კატეგორია:იბერიის მეფეები]] |
[[კატეგორია:იბერიის მეფეები]] |
||
16:28, 28 აგვისტო 2009-ის ვერსია
საკუთარ სახელს "ამაზასპი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ამაზასპი |
ამაზასპი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 230 |
მმართ. დასასრული: | 265 |
წინამორბედი: | ფარსმან IV |
მემკვიდრე: | რევ მართალი |
გარდ. თარიღი: | 230 |
დინასტია: | არშაკინები |
მამა: | ფარსმან IV |
ამაზასპი - იბერიის მეფე დაახლ. 230-265 წლებში. ფარსმან IV-ის ძე. მისი მეფობის დასაწყისში გაძლიერებულმა ლაზიკის სამეფომ (დას. საქართველო) იბერიას წაართვა კლარჯეთი და ოძრხე. 243 წელს ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით. ამ პერიოდში სულ უფრო და უფრო ძლიერდება სასანიდური სპარსეთი - 253 წელს შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე გაამეფა. სულ მალე კი ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში მან თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს, ირანის ტახტის მემკვიდრეს ჰორმიზდ-არდაშირს. ასეთი სიტუაცია დიდ ხანს არ გაგრძელებული 265 წელს ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია რევ მართალის სახელით.
წინამორბედი: ფარსმან IV |
იბერიის მეფე 230 - 265 |
შემდეგი: რევ მართალი |
|