არწივი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
{{ტაქსოდაფა *
| სახელი =არწივი
| სახელი =არწივი
| სურათის ფაილი =2004-09-01.jpeg
| სურათის ფაილი =Aquila chrysaetos Flickr.jpg
| სურათის წარწერა = 250px
| სურათის წარწერა = 250px
| სურათის აღწერა =
| სურათის აღწერა =

10:44, 21 აგვისტო 2009-ის ვერსია

არწივი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aquila
საქართველოში გავრცელებული არწივები.

არწივი (Aquila), ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა.. სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვიტარებულია, ფრთები - გრძელი და განიერი, ბოლო - მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1 - 3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40-45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყინვანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმოფრენი სახეობები.