დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32: ხაზი 32:


{{დაიწყე დაფა}}
{{დაიწყე დაფა}}
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]] | ტიტული=[[ქართლის მეფე]] | წლები=[[1505]] - [[1525]]| შემდეგი = [[გიორგი IX]]}}
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]] | ტიტული=[[ქართლის მეფეები|ქართლის მეფე]] | წლები=[[1505]] - [[1525]]| შემდეგი = [[გიორგი IX]]}}
{{დაასრულე დაფა}}
{{დაასრულე დაფა}}
{{ბიო}}
{{ბიო}}

15:05, 20 აგვისტო 2009-ის ვერსია

დავით X
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1505
მმართ. დასასრული: 1525
წინამორბედი: კონსტანტინე II
მემკვიდრე: გიორგი IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1482
გარდ. თარიღი: 1526
გარდ. ადგილი: თბილისი
მეუღლე: 1.ნესტან-დარეჯანი (მირანგული)
2.თამარი
შვილები: 3 ქალიშვილი და 5 ვაჟიშვილი 1.ლუარსაბ I
2. დიმიტრი
3.ბეჟანი
4.ადარნასე
5.რამაზი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: კონსტანტინე II
დედა: თამარი

დავით X (გ. 1526), ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე.

მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). 1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.

წინამორბედი:
კონსტანტინე II
ქართლის მეფე
1505 - 1525
შემდეგი:
გიორგი IX