კონსტანტინე II (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
{{დაიწყე დაფა}} |
{{დაიწყე დაფა}} |
||
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]] | ტიტული=[[ქართლის მეფე]] | წლები=[[1478]] - [[1505]]| შემდეგი = [[დავით X]]}} |
{{მემკვიდრეობის დაფა|წინამორბედი= [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]] | ტიტული=[[ქართლის მეფეები|ქართლის მეფე]] | წლები=[[1478]] - [[1505]]| შემდეგი = [[დავით X]]}} |
||
{{დაასრულე დაფა}} |
{{დაასრულე დაფა}} |
||
15:04, 20 აგვისტო 2009-ის ვერსია
კონსტანტინე II | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1478 / 1479 |
მმართ. დასასრული: | 1505 |
წინამორბედი: | ალექსანდრე II |
მემკვიდრე: | დავით X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1447 |
გარდ. თარიღი: | 1505 |
შვილები: | 1.დავით X |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დემეტრე |
კონსტანტინე II (გ. 1505), ქართლის მეფე 1478/1479-1505, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრეს (დიმიტრის) ვაჟი. 1465 ბიძასთან, მეფე გიორგი VIII-თან, ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI-მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუდლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლაში წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა 1466-იდან ჩანს, ამას ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-78) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478, როცა ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1483 კონსტანტინე II არადეთთან დაამარცხა ყვარყვარე II-მ, ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და 1484 თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. 1487 კონსტანტინე II-მ ქუთაისიდან განდევნა, მაგრამ ქართლში იაყუბ-ყაენის შემოსევის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა იმერეთი, რომელსაც კვლავ ალექსანდრე II დაეუფლა (1489). 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492-1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია.
წინამორბედი: ალექსანდრე II |
ქართლის მეფე 1478 - 1505 |
შემდეგი: დავით X |