რომანული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: hi:रोमांस भाषाएँ |
|||
ხაზი 138: | ხაზი 138: | ||
| [[ნეაპოლიტანური ენა|ნეაპოლიტანური]] || '' Chella sempre chiud' 'a fenesta prima 'e mangià.'' |
| [[ნეაპოლიტანური ენა|ნეაპოლიტანური]] || '' Chella sempre chiud' 'a fenesta prima 'e mangià.'' |
||
|- |
|- |
||
| [[ოქსიტანური ენა|ოქსიტანური]] || '' |
| [[ოქსიტანური ენა|ოქსიტანური]] || ''Barra sempre/totjorn la fenèstra abans de sopar.'' |
||
|- |
|- |
||
| [[პიემონტური ენა|პიემონტური]] || ''Chila a sara sèmper la fnestra dnans da fé sin-a.'' |
| [[პიემონტური ენა|პიემონტური]] || ''Chila a sara sèmper la fnestra dnans da fé sin-a.'' |
08:58, 14 აგვისტო 2009-ის ვერსია
ესპან. ენა | პორტ. ენა | ფრანგ. ენა | იტალ. ენა | რუმინ. ენა |
---|
რომანული ენები წარმოადგენს ინდოევროპული ენების ერთ-ერთ შტოს. არის 15 რომანული ენა, რომლებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 700 მილიონს შეადგენს.
მოლაპარაკეთა მრავალრიცხოვნების თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემია ესპანური ენა, რომელსაც მშობლიურ ან მეორე ენად 330 მლნ. კაცი მიიჩნევს, პორტუგალიურ ენაზე საუბრობს 175 მლნ., ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს 80 მლნ., ხოლო 265 მლნ. კაცი კი ამ ენას მეორე ენად მიიჩნევს, იტალიურად 62 მლნ., ხოლო რუმინულ ენაზე 28 მილიონი ადამიანი საუბრობს.
სხვა ენათა ჯგუფებისაგან განსხვავებით რომანული ენის წინარე ენა ყველაზე უკეთესადაა დამოწმებული: აქ მხედველობაშია გვიანი ანტიკური ხანის სასაუბრო ლათინური ენა (სახალხო ლათინური, ანუ ვულგარული ლათინური) თვითონ ლათინური ენა კი არაა რომანული ენა, არამედ იგი მიეკუთვნებოდა იტალიკურ ენებს, რომელთაგან დღესდღეობით საკუთრივ ლათინური ენის გარდა ყველა ენათა ისტორიული კვალი გამქრალია.
თანამედროვე სტანდარტიზებული ენები
დღევანდელი რომანული ენები:
სარდინიული ენა
სარდინიული (ან სარდული ენა, სარდინია) ვერანაირად ვერ ხვდება რომელიმე ქვეჯგუფში. ამ ენას ჯერ არა გააჩნია ნორმა. ყველა სხვა დანარჩენ რომანულ ენებთან შედარებით სისტემური განსხვავებების გამო სარდული ენა აუცილებლად დამოუკიდებელ ენად უნდა ჩაითვალოს.
ბალკანეთის რომანული ენები
ბალკანეთის რომანული ენების ჯგუფიდან ერთადერთი ცოცხალი (და სტანდარტიზებული) ენა არის რუმინული. ამ ენას დაკორუმინულ ენასაც უწოდებენ, მოლდოვის სახელმწიფო ენას კი მოლდავური ჰქვია. რუმინული და მოლდავური ფაქტიურად ერთი ენაა. ბალკანეთის რომანულ ენებს მიეკუთვნება სხვადასხვა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის მცირე ენები:
- არომუნული (აგრთვე მაკედონურრუმინული ენა) ჩრდილოეთი საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი
- ისტრორუმინული იტრიის ჩრდილოთღმოსავლეთით (ხორვატია)
- მეგლენორუმინული საბერძნეთსა და მაკედონიას შორის.
გამქრალი რომანული ენები
სადღეისოდ გამქრალ რომანული ენებად (ანუ Romania submersa) მიიჩნევენ შემდეგ ენებს:
- დალმაციურ ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ ადრიის სანაპიროზე (ველიურის ვარიანტებით (კუნძული კრკი) . (იტალიურად – [Veglia] ველჲა).
- რაგუზულ ენას – ლაპარაკობდნენ დუბროვნიკი მახლობლად (იტალიურად: – [Ragusa] რაგუზა).
- მოსარაბულს (ესპანეთში არაბულ ოკუპაციასა და რეკონკისტას შორის).
- ჩრდილოაფრიკის რომანულს.
- მოზელის რომანულ ენას. (მდინარე მოზელის ხეობაში უნდა არსებულიყო ენობრივ კუნძულის სახით).
რომანული ენების საფუძველზე წარმომდგარი კრეოლური ენები
ბევრი ენათმეცნიერი რომანულ ენებს მიაკუთვნებს ამ ჯგუფის ენების საფუძველზე წარმომდგარ კრეოლურ და პიჯინურ ენებსაც. ეს „ახალრომანული ენები “ (რომანია ნოვა (Romania nova) დაიყოფა ასეთნაირად:
- ლინგვა ფრანკა (პიჯინი)
- ფრანგულზე დაფუძნებული კრეოლური ენები
- ესპანურსა და პორტუგალიურზე დაფუძნებული კრეოლური ენები
იხ. აგრეთვე: კრეოლური ენების სია
რომანულ ფუძეზე შექმნილი ენები
რომანული ენების საფუძველზე განვითარდა სხვადასხვა ე.წ. კონსტუტუირებადი ენები. ინტერლინგვა და ლინგვა ფრანკა ნოვა თითქმის მთლიანად რომანული ენების (ლათინურის) საფუძველზე იქნა შემუშავებული, გარდა ამისა ესპერანტოს სიტყვითი მარაგის ნახევარზე მეტი რომანული წარმოწობისაა.
ენათა შედარება
ქვემორე გრაფიკში რომანული ენების მაგალითზე ნაჩვენებია ამ ენების გრამატიკული და ლექსიკური მსგავსება ლათინური ენის ფონზე. ნიმუშად გამოყენებულია ერთი წინადადება:
კლასიკური ლათინური Semper fenestra clausa femina cenat. ვულგარული ლათინური Ea semper fenestram claudit antequam cenet.. ლათინური ენა „რომანული სიტყვაწყობა“ (Illa) claudit semper fenestram ante quam cenat (oder: ante cenam = vor dem Mahl). არაგონული Ella tranca (zarra) siempre la finestra antis de zenar. ასტურიული Ella pieslla siempre la ventana (feniestra) primero de cenar. ლომბარდული (Lé) la sèra sèmper sö la finèstra prima de senà. კატალანური Ella tanca sempre la finestra abans de sopar. ფრანგული Elle ferme toujours la fenêtre avant de dîner (souper). გალისიური Ela pecha sempre a fiestra (xanela) antes de cear. იტალიური (Lei) chiude sempre la finestra prima di cenare. მილანის დიალექტი (Lee) la sara semper su la finestra primma de disnà. მირანდესული Eilha cerra siempre la bentana (jinela) atrás de jantar. ნეაპოლიტანური Chella sempre chiud' 'a fenesta prima 'e mangià. ოქსიტანური Barra sempre/totjorn la fenèstra abans de sopar. პიემონტური Chila a sara sèmper la fnestra dnans da fé sin-a. პორტუგალიური Ela fecha sempre a janela antes de jantar. რომაული (ანუ ქალაქ რომის) დიალექტი (Quella) chiude sempre 'a finestra prima de magnà რუმინული Ea închide totdeauna fereastra înainte de cina. რეტორომანული (რომანჩი) Ella clauda (serra) adina la fanestra avant ch'ella tschainia. სარდინიული Issa semper serrat su balcone antes de chena. სიცილიური Idda chjùi sempri a finestra avànti chi mmància. ესპანური Ella siempre cierra la ventana antes de cenar (comer). ვენეტური Ła sera sempre ła finestra prima de senar. ვალონური Ele sere todi li finiesse divant di soper. ქართული თარგმანი ის (მდედრი) ხურავს ფანჯარას სანამ შეჭამდეს., ან ის (მდედრი) სანამ ჭამას შეუდგებოდეს, ყოველთვის დახურავს(-ხოლმე) ფანჯარას.
სქოლიო
- ↑ Ethnologue ინფორმაცია რუმინული ენის შესახებ. იხილეთ აგეთვე MSN Encarta
ლიტერატურა
ვრცელი სამეცნიერო შრომები
- Martin Harris, Nigel Vincent (Hrsg.): The Romance Languages. Oxford University Press, London 1988
- Rebecca Posner: The Romance Languages. Cambridge University Press, Cambridge 1996
- Lorenzo Renzi: Einführung in die romanische Sprachwissenschaft. Tübigen, Narr 1981 (Verbesserte Auflage: Nuova introduzione alla Filologia romanza. Bologna, Il Mulino 1994 (Nur auf italienisch)
- Carlo Tagliavini: Einführung in die romanische Philologie. Francke, Bern 1998 (2. verbesserte Auflage. Erstauflage 1972)
რომანისტიკული მეცნიერებების შესავალი სახელმძღვანელოები
- Alwin Kuhn: Die romanischen Sprachen. Francke, Bern 1951
- Lindenbauer, Petrea und andere: Die romanischen Sprachen. Eine einführende Übersicht. G. Egert, Wilhelmsfeld 1995
- Rainer Schlösser: Die romanischen Sprachen. Beck, München 2001
- Carl Vossen: Mutter Latein und ihre Töchter. Fischer, Frankfurt 1968